ფეხბურთი

21:32 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

იბრაჰიმოვიჩი: "მილანიდან" წასვლა არ მინდოდა, მაგრამ გამყიდეს"

ლოს ანჯელეს „გალაქსის“ თავდამსხმელი ზლატან იბრაჰიმოვიჩი 2012 წლის ზაფხულს იხსენებს, როდესაც „მილანიდან“ „პარი სენ ჟერმენში“ გადავიდა. შვედი ფეხბურთელის განცხადებით, არ სურდა იტალიის დატოვება, თუმცა ადრიანო გალიანიმ ყველაფერი გააკეთა და პარიზში მოუწია გადაბარგება.

იბრას განმარტებით, გალიანი დაჰპირდა, რომ არ გაასხვისებდა, თუმცა ორი დღის შემდეგ პსჟ-ში გაყიდა:

„ერთ დღეს მინომ დამირეკა და მითხრა: „ლეონარდო გიწვევს“.

ვფიქრობდი, ლეონარდო ვინაა? - შემდეგ მივხვდი, ლეონარდო პსჟ-ს სპორტული დირექტორი იყო. შედეგად, ვუპასუხე:

მომისმინე, არ უპასუხო. გალიანიმ დამიდასტურა, რომ არ მყიდის. მაგრამ, მინომ მიპასუხა: „კი, ვიცი, თუმცა, უკვე გაგყიდა“, - თქვა იბრაჰიმოვიჩმა.

შეგახსენებთ, რომ ბოლო დროს შვედი ფეხბურთელის „მილანში“ შესაძლო დაბრუნებაზე ბევრი იწერება. საუბარია 6-თვიან საიჯარო ხელშეკრულებაზე.

0.111222