ფეხბურთი

18:46 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვანდა ნარას რონალდუს სკამზე ნახვა უნდა

მილანის „ინტერის“ თავდამსხმელის, მაურო იკარდის მეუღლე ვანდა ნარას უნდა, რომ კრიშტიანუ რონალდუ სათადარიგო სკამზე იხილოს.

„მაუროს სამ შეხვედრაში არ უთამაშია და რონალდუსთან მაინც ახლოსაა, 6 გოლი აქვს გატანილი. მინდა, რონალდუ სათადარიგო სკამზე ვნახო, როგორც მაურო იყო „ჯენოასთან“ შეხვედრაში და მისმა გუნდმა 5 გოლი გაიტანოს“, - აღნიშნა ვანდამ.

შეგახსენებთ, რომ შაბათს „ინტერმა“ „ჯენოა“ 5:0 დაამარცხა, ხოლო იკარდის ამ შეხვედრაში არ უთამაშია. არგენტინელს მიმდინარე სეზონში 6 გოლი აქვს გატანილი, ხოლო რონალდუმ თავი 7-ჯერ გამოიჩინა.

0.109818