ფეხბურთი

18:19 | 6.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბოკა" - რივერის" ფინალები სტუმარი ფანების გარეშე ჩატარდება

კოპა ლიბერტადორესის ფინალური მატჩები „ბოკა ხუნიორსსა“ და „რივერ პლეიტს“ შორის, სტუმარი ქომაგების გარეშე ჩაივლის. შედეგად, "ბომბონერზე" "რივერის" ქომაგები ვერ მოხვდებიან და "მონუმენტალზე" - "ბოკას".

ამის შესახებ გადაწყვეტილება არგენტინის ფეხბურთის ასოციაციის პრეზიდენტმა ტაპიამ „ბოკასა“ და „რივერის პრეზიდენტებთან, დანიელ ანგელიჩისთან და როდოლფო დ’ონოფრიოსთან ერთობლივი შეხვედრისას მიიღო. მიზეზი საზოგადოებრივი წესრიგია, ვინაიდან „სუპერკლასიკო“ მაღალი რისკის მატჩთან შორისაა და განსაკუთრებით ახლა.

ლიბერტადორესის ფინალში „ბოკა და რივერი“ ისტორიაში პირველად დაუპირისპირდებიან. პირველი შეხვედრა 10 ნოემბერს, „ბომბონერაზე“, ხოლო საპასუხო ორი კვირის თავზე „მონუმენტალზე“ შედგება.

აღსანიშნავია, რომ ლივერტადორესის თასზე ეს იქნება ბოლო ფინალი, რომლის გამარჯვებულიც ორმატჩიან დუელში გაირკვევა. დამდეგი სეზონიდან სამხრეთ ამერიკაც ევროპის სისტემაზე გადავა და ფინალი ერთმატჩიანი იქნება. ერთი წლის შემდეგ ლიბერტადორესის თასის ფინალს სანტიაგო უმასპინძლებს.

0.112378