ფეხბურთი

20:34 | 5.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ამ დღეს: დელ პიეროს შოუ "რეალთან" და "სანტიაგო ბერნაბეუს" ტაში (VIDEO)

"სანტიაგო ბერნაბეუს" პუბლიკისგან აპლოდისმენტების მიღება ადვილი არაა. განსაკუთრებით მაშინ, თუ მოწინააღმდეგე გუნდის მაისური გაცვია. ეს ერთეულების ხვედრია და ერთ-ერთი მათგანი ალესანდრო დელ პიეროა.

ზუსტად 10 წლის წინ, 2008 წლის 5 ნოემბერს, "იუვენტუსმა" მადრიდში 2:0 დაამარცხა "რეალი". ორივე გოლი იტალიელთა კაპიტანმა გაიტანა მე-17 და 67-ე წუთებზე.

თამაშის მიწურულს, როდესაც კლაუდიო რანიერიმ ალესანდრო შეცვალა, "სანტიაგო ბერნაბეუ" ფეხზე წამოუდგა და აპლოდისმენტებით შეეგება.

0.147922