ფეხბურთი

16:48 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"მონაკოს" წარუმატებელი პერიოდი

"მონაკომ" საფრანგეთის ჩემპიონატის მე-12 ტურში სტუმრად "რეიმსთან" წააგო (0:1) და ჯამში ყველა ტურნირზე 14 მატჩია არ მოუგია. 1969 წლის შემდეგ კლუბმა ყველაზე ცუდი სეზონის სტარტი დააფიქსირა. 1968-69 წლების სეზონში "მონაკომ" ზედიზედ 16 მატჩში ვერ შეძლო გამარჯვება.

ბოლოს გუნდმა გამარჯვება 11 აგვისტოს "ნანტისთან" ლიგა 1-ის პირველ ტურში მოიპოვა. მას შემდეგ "მონაკომ" ხუთი ფრე დააფიქსირა და ცხრა მატჩში დამარცხდა. აღნიშნული წარუმატებელი შედეგის გამო კლუბის ხელმძღვანელობამ ლეონარდო ჟარდიმი დაითხოვა და ამჟამად გუნდს სათავეში ტიერი ანრი უდგას.

თეგებიმონაკო
0.121774