თამაშგარე

15:58 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ირინა შეიკი მედიას კიდევ ერთხელ შემოსწყრა

ჯერ კიდევ შარშან, როდესაც ჟურნალისტებმა ათასი უცნაური კითხვით გული გაუწვრილეს, ხელიხელსაგოგმანებმა რუს-თათარმა მოდელმა, ირინა შეიკმა დაიქადნა, - თუკი ჩემს წარსულ ამბებზე რომელიმე ჟურნალისტი კითხვას დამისვამს, მასთან საერთოდ გავწყვეტ ურთიერთობასო. მაგრამ მისი დანაქადნები როგორც ჩანს ზოგს ხუმრობა ეგონა.

ამ რამდენიმე დღის წინ, როდესაც ირინა თავის ქმართან, მსახიობ ბრედლი კუპერთან ერთად ნიუ-იორკის ერთ-ერთ ფეშენებელურ სასტუმროში მოცალეობდა, ამერიკელმა ჟურნალისტებმა არ დაახანეს და ქმარის თანდასწრებით კითხეს, კრიშტიანუსთან რაიმე ურთიერთობა ხომ არ შეგნარჩუნებიაო.

ბულვარული მედიის წარმომადგენელთა ამ გამოხტომამ ირინა თურმე ისე გააბრაზა, რომ სასტუმროს ფოიე უცერემონიოდ დატოვა და შემდეგ ჟურნალისტებს დანაბარები გადასცა - ამერიკაში ერთ კომენტარსაც კი არ გავაკეთებო. ბრედლი კუპერს ამ ფაქტზე სიტყვაც არ დასცდენია, მაგრამ გაუხარდებოდა? მეტი არაა ჩვენი მტერი...

0.113622