თამაშგარე

10:39 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

უბერებელი ნაომი კემპბელი

მიუხედავად იმისა, რომ უკვე 48 წლის მოყრილა, ლეგენდარული ბრიტანელი მოდელი და მომღერალი ნაომი კემპბელი, კვლავინდებურად მიმზიდველად გამოიყურება და ისიც უნდა ვაღიაროთ, რომ მასზე მიმზიდველისა და სექსუალურ ქალბატონებს მთელს დუნიაზე იშვიათად შეხვდებით.

ამ ბოლო პერიოდში ნაომის საზოგადოებაში გამოჩენას განსაკუთრებულად მოუხშირა და მისი დანახვა ლონდონის ქუჩებში მოსეირნე რიგით ადამიანებსაც თავისუფლად შეუძლიათ. გასულ კვირას, ნაომი საზოგადოაბამ “სტემფორდ ბრიჯის“ სტადიონზეც იხილა და პირველად აღმოაჩინეს, რომ ლეგენდარულ მოდელს ლონდონის “ჩელსის“ თამაში აინტერესებდა.

ნაომი კემპბელი ზოგადად სპორტული და ჯანსაღი ცხოვრების ერთ-ერთი ცნობილი მქადაგებელია, ეს ქალი ხშირად იღებს მონაწილებას თამბაქოსა და ნარკოტიკების საწინააღმდეგო სხვადასხვა აქციებში და ყველას ვარჯიშისა და ჯანსაღად კვებისკენ მოუწოდებს.

0.164918