სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

1:15 | 4.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ბაიერნი" ქულებს ანიავებს
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

გერმანიის ბუნდესლიგის მეათე ტურის შემდეგ „დორტმუნდმა“ ლიდერობა განიმტკიცა. „ბორუსია“ ამას „ფრაიბურგს“ უნდა უმადლოდეს, რომელმაც მიუნხენში დაუგეგმავი ქულა მოიპოვა.

ლუისენ ფავრის „დორტმუნდი“ მიმდინარე სეზონში უბრალოდ ფანტასტიკურია და ვოლფსბურგში გამარჯვება მოულოდნელი არ ყოფილა. უბრალოდ, „ყვითლებს“ ამჯერად ერთი გოლით მოუწია დაკმაყოფილება, რომელიც 3 ქულისთვის საკმარისი აღმოჩნდა. ეს გოლი პირველი ტაიმის შუაწელს მარკო როისის აქტივშია. „დორტმუნდმა“ 24 ქულა დააგროვა და პირველ ადგილზე მყარად იმყოფება.

მიუნხენის „ბაიერნმა“ კი წარმატებული სერიის შემდეგ ისევ წაიფორხილა. ნიკო კოვაჩის გუნდი საკუთარ კედლებში „ფრაიბურგს“ დაუხვდა და ვერ გამოდგა ჩვეული მასპინძელი. „ბაიერნი“ მეტად უფერულად გაისარჯა და რომ ვერ მოიგო, გასაკვირი არ ყოფილა. არადა, ახლოს იყო „რეკორდმაისტერი“ სამ ქულასთან. მე-80 წუთზე სერჟ გნაბრიმ ინდივიდუალური ოსტატობის ხარჯზე შეძლო გატანა და თავი პირველად გამოიჩინა მიმდინარე სეზონში. თუმცა, სიხარული ნაადრევი გამოდგა. 89-ე წუთზე ჰოლერმა ფლანგური გადაცემის შემდეგ ვარდნაში ითამაშა და მანუელ ნოიერი უშანსოდ დატოვა. ფრე 1:1, რომელმაც „ბაიერნის“ ხელმძღვანელობის კმაყოფილება ნამდვილად ვერ გამოიწვია.

სხვა მატჩებს რაც შეეხება - „ლაიფციგმა“ ამასობაში მესამე პოზიციაზე გადაინაცვლა. რალფ რანგნიკის გუნდმა ბერლინში ადვილად მოიგო. არადა, „ჰერტა“ წელს კონკურენტუნარიანი გუნდია, მაგრამ „რედ ბულმა“ მეტოქე არც კი შეიმჩნია.

იგივე უნდა ვთქვათ „ჰოფენჰაიმზე“, რომელმაც ლევერკუზენში „ბაიერი“ გაანადგურა (4:1). აი, „შალკემ“ კი მნიშვნელოვანი სამი ქულა მოიპოვა და გასავარდნ ზონას მოშორდა.

„ლევერკუზენი“ – „ჰოფენჰაიმი“ 1:4 (1:2)

გოლები: 0:1 ნელსონი (19), 1:1 ბელარაბი (30), 1:2 ჟოელინტონი (34), 1:3 გრიფო (49, პენ), 1:4 ჟოელინტონი (73)

„ბაიერნი“ – „ფრაიბურგი“ 1:1 (0:0)

გოლები: 1:0 გნაბრი (80), 1:1 ჰოლერი (89)

„აუგსბურგი“ – „ნიურნბერგი“ (2:2)

გოლები: 1:0 ფინბოგასონი (11), 1:1 ფუხსი (54), 2:1 შმიდი (59), 2:2 მული (88)

„შალკე“ – „ჰანოვერი“ 3:1 (0:0)

გოლები: 1:0 ბენტალები (57, პენ), 1: ვეიდანდტი (70), 2:1 ემბოლო (71), 3:1 უტი (85)

„ვოლფსბურგი“ – „დორტმუნდი“ 0:1 (0:1)

გოლი: 0:1 როისი (27)

„ჰერტა“ – „ლაიფციგი“ 0:3 (0:1)

გოლები: 0:1 ვერნერი (7), 0:2 ვერნერი (53), 0:3 კუნია (75)

თეგებიბუნდესლიგა
სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.294664
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X