ფეხბურთი

23:00 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ბუფონმა შესაძლოა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს

იტალიელმა მეკარემ ჯანლუიჯი ბუფონმა შესაძლოა "პარი სენ ჟერმენთან" კონტრაქტი გაახანგრძლივოს. ინფორმაცია Le Parisien-ი ავრცელებს. ამჟამინდელი ხელშეკრულების მიხედვით, იმ შემთხვევაში თუ მხარეები შეთანხმდებიან ფეხბურთელის კონტრაქტი ერთი წლით ავტომატურად გახანგრძლივდება და ბუფონი პსჟ-ში 2020 წლის ივლისამდე დარჩება.

ამჟამად ჯანლუიჯი 40 წლისაა და შესაძლოა პსჟ-ში ასპარეზობა და კარიერა 42 წლის ასაკში დაასრულოს. იტალიელმა "იუვენტუსი" მიმდინარე წლის ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა და დღემდე ფრანგული გრანდის მაისურით ჩატარებულ შვიდ მატჩში ოთხი გოლი გაუშვა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111726