ფეხბურთი

16:12 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუიშ ფიგუ: "კრიშტიანუზე ძლიერი რონალდო იყო"

ლუიშ ფიგუ ერთ-ერთია მათ შორის, რომელსაც ბრაზილიელი რონალდოსა და კრიშტიანუ რონალდუს მხარდამხარ უთამაშია. შესაბამისად, ფიგუს ორივე მოთამაშის შესაძლებლობები კარგად მოეხსენება.

სწორედ ამიტომ, ლუიშს ჰკითხეს, ვინ უფრო ძლიერია: რონალდო თუ კრიშტიანუ?

„რონალდო და კრიშტიანუ დიდი თავდამსხმელები არიან და რაც მათ გააკეთეს, შთამბეჭდავია. შედარება რთულია, რადგან ბევრი დეტალი უნდა გავითვალისწინოთ. მაგალითად, კრიშტიანუ თავით უფრო მეტს ურტყამს, მაგრამ თუ ვსაუბრობთ საჯარიმო მოედანზე, მაშინ ბრაზილიელი რონალდო უფრო ძლიერია.

მთლიანობაში ორივე გუნდებისთვის გარანტიაა ბევრი გოლების. საკმარისია კარგი პასი, შემდეგ ყველაფერს თვითონ გააკეთებენ“, - თქვა ფიგუმ.

შეგახსენებთ, ფიგუ რონალდოს თანაგუნდელი მადრიდის „რეალში“ იყო, ხოლო კრიშტიანუსთან ერთად პორტუგალიის ნაკრებში თამაშობდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116843