ფეხბურთი

11:45 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ანჩელოტი: "ემპოლიმ" უკეთესად ითამაშა, ვიდრე ჩვენ"

იტალიის სერია A-ს მე-11 ტურში „ნაპოლიმ“ ლევან მჭედლიძის „ემპოლი“ 5:1 გაანადგურა. მიუხედავად ამისა, მეტად უკმაყოფილი დარჩა თავისი გუნდის გარჯით კარლო ანჩელოტი.

იტალიელი სპეციალისტი ფიქრობს, რომ მეტოქემ გაცილებით კარგი თამაში აჩვენა:

„უფრო გაბრაზებული ვარ, ვიდრე ბედნიერი. შედეგი ამბობს, რომ ჩვენ დიდებული თამაში ჩავატარეთ, მაგრამ რეალურად, „ემპოლიმ“ ბევრად კარგად ითამაშა, ვიდრე ჩვენ“, - განაცხადა ანჩელოტიმ.

აღნიშნული მატჩის გმირი დრის მერტენსი გახდა, რომელმაც ჰეთ-თრიქი შეასრულა. მჭედლიძეს კი ტრავმის გამო არ უთამაშია.

0.112313