ფეხბურთი

10:50 | 3.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

მბაპე, დონარუმა, ჩაკვეტაძე - ოქტომბრის თვის სიმბოლურში

საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრი გიორგი ჩაკვეტაძე InStat-ის ვებგვერდმა მსოფლიოს ოქტომბრის თვის სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანა. სპორტული ანალიტიკის გვერდმა საუკეთესოები 21 წლამდე ასაკის ფეხბურთელებში შეარჩია და მათ შორის მოხვდა გიორგი ჩაკვეტაძეც.

InStat-მა ოქტომბრის სიმბოლური ნაკრები 3-4-3 ტაქტიკური მონახაზით შეადგინა და საქართველოს ნაკრების შემტევი ცენტრალური ნახევარმცველის პოზიციაზე გაამწესა. თერთმეტეულში კი ისეთი ფეხბურთელები შედიან, როგორებიც ჯანლუიჯი დონარუმა და კილიან მბაპე არიან.

InStat Index, მარგი ქმედების კოეფიციენტიაცაა გამოთვლილი, ჩვენებური კი საუკეთესო 11 მოთამაშეს შორის კლუივერტთან ერთად მე-5 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ ჩაკვეტაძემ ოქტომბერში "გენტში" 4 გოლი გაიტანა, საქართველოს ნაკრებში - 1.

მეკარე: ჯანლუიჯი დონარუმა

მცველები: აშრაფ ჰაკიმი, დან-აქსელ ზაგადუ, ნუსაირ მაზრაუი

ნახევარმცველები: უსემ ოუარი, გიორგი ჩკავეტაძე, ჯასტინ კლუივერტი, კაი ჰავერცი

თავდამსხმელები: ვიქტორ ოსიმენი, კილიან მბაპე, ფიოდორ ჩალოვი

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112751