ფეხბურთი

16:18 | 2.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზიდანი: "იმედია ტურინში მალე ჩავალ"

ლეგენდარული ფრანგი ფეხბურთელი და მწვრთნელი ზინედინ ზიდანი ტურინის „იუვენტუსის“ ქომაგებს მიმართავს. იტალიურ მედიაში გავრცელდა ვიდეო, რომელშიც ზიზუ „ბებერი ქალბატონის“ გულშემატკივრებს ესაუბრება:

„სალამი ყველას. იმედია, ყველანი კარგადთ ხართ. იმედია ტურინში მალე ჩამოვალ და თქვენთან ერთად ვიქნები. გეხვევით ყველას და ფორცა „იუვე“, - თქვა ზიდანმა.

შეგახსენებთ, ზიდანი „იუვენტუსში“ 1996-2001 წლებში თამაშობდა. ბოლო დროს მას ტურინელთა გენერალური დირექტორის პოსტს უკავშირებდნენ, მაგრამ ეს ინფორმაცია არ გამართლდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11105