ფეხბურთი

19:47 | 1.11.2018 | ნანახია [] - ჯერ

პოგბა "იუვენტუსთან" შეხვედრას ელოდება

„მანჩესტერ იუნაიტედის“ ნახევარმცველი პოლ პოგბა „იუვენტუსთან“ შეხვედრას ელოდებოდა. ფრანგი ფეხბურთელის განცხადებით, ტურინი მისი სახლია და იქ დაბრუნება განსაკუთრებული მომენტი იქნება.

„ველოდები „იუვენტუსთან“ შეხვედრას, ეს იქნება გიჟური თამაში. ზაფხულში ჩემს ძმას ვუთხარი: წარმოიდგინე „იუვესთან“ ერთად ჯგუფში ვართ!

ჩემთვის ეს სასიამოვნოა, რადგან ტურინი ჩემი სახლია. იქ გავიტანე პირველი გოლი პროფესიონალურ კარიერაში. „იუვეს“ ფეხბურთელებთან ახლაც მაქვს კონტაქტი, კუადრადოსთან, დიბალასთან, ბონუჩისთან. ჩვენ ოჯახივით ვიყავით და ბუნებრივია, რომ ურთიერთობა ისევ გვაქვს.

როდესაც პირლოსთან, ბუფონთან და კიელინისთან ახლოს ხარ, შეგიძლია მათგან ძალიან ბევრი ისწავლო. ყოველ ვარჯიშზე ვაკვირდებოდი. განსაკუთრებულ ფეხბურთელებსაც შეუძლიათ მათგან სწავლა“, - განუცხადა პოგბამ RMC Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ პოგბა „იუვენტუსში“ 2012-2016 წლებში თამაშობდა. „მანჩესტერი“ ტურინს 7 ნოემბერს ეწვევა და ჩემპიონთა ლიგის მეოთხე ტურში დაუპირისპირდება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.103787