ფეხბურთი

9:01 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

FourFourTwo-ს ვერსიით, ხოსეპ გვარდიოლა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელია

ავტორიტეტულმა გამოცემა FourFourTwo-მ დღევანდელი მდგომარეობით, მსოფლიოს 50 გამორჩეული მწვრთნელის ვინაობა დაასახელა.

პირველ ადგილზე „მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელი, ხოსეპ გვარდიოლა გავიდა, მეორეზე - მადრიდის „რეალის“ ყოფილი მწვრთნელი, ზინედინ ზიდანი. მესამეზე „ატლეტიოკოს“ თავკაცი, დიეგო სიმეონე.

პირველი ათეული კი ასეთია:

  1. ხოსეპ გვარდიოლა („მანჩესტერ სიტი“)
  2. ზინედინ ზიდანი (ექს - „რეალი“)
  3. დიეგო სიმეონე („ატლეტიკო“)
  4. მასიმილიანო ალეგრი („იუვენტუსი“)
  5. იურგენ კლოპი („ლივერპული“)
  6. დიდიე დეშამი (საფრანგეთის ნაკრები)
  7. მაურისიო პოჩეტინო („ტოტენჰემი“)
  8. მაურიციო სარი („ჩელსი“)
  9. იულიან ნაგელსმანი (ჰოფენჰაიმი“)
  10. ერნესტო ვალვერდე („ბარსელონა“)
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116861