სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

3:50 | 31.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ქინქლაძე: "სიამოვნებით ვითამაშებდი გვარდიოლას "სიტიში"
"დავიდ სილვა ძალიან მომწონს. ის ტოპ ფეხბურთელია"
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

„სიამოვნებით ვითამაშებდი გვარდიოლას გუნდში. მომწონს სათამაშო სტილი და ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა „მან სიტის“ ჰყავს. ძალიან მომწონს“, - ეს გიორგი ქინქლაძის სიტყვებია, რომელსაც ბრიტანული გამოცემა Manchestereveningnews.co.uk-ი ციტირებს.

გადის წლები. „მანჩესტერ სიტი“ წლიდან წლამდე იზრდება და ძლიერდება. „ეტიჰად სთედიუმი“ თანამედროვეობის წარმატებულ ფეხბურთელებს იკედლებს, მაგრამ ქინქლაძეს პუბლიკა ვერ ივიწყებს და ჩვენებური დღემდე დიდი სიყვარულით სარგებლობს „ქალაქელთა“ გულშემატკივრებში.

ლეგენდარული ქართველი ფეხბურთელი მანჩესტერში იმყოფებოდა, სადაც საფეხბურთო მაისურების მაღაზია Classic Football Shirt-ის ცენტრალურ ფილიალში მივიდა და „სიტის“ ფანებს შეხვდა. გიორგიმ დაარიგა ავტოგრაფები და გადაიღო ფოტოები:

„ძალიან კარგი იყო, ძალიან ბედნიერი ვარ. მანჩესტერში ხშირად ჩამოვდივარ და ახლაც ვგრძნობ ფანების სიყვარულსა და პატივისცემას. ამას რა თქმა უნდა, ვაფასებ.

თბილისში ვცხოვრობ, მაგრამ ჩემი უფროსი ვაჟი ნატსფორდში (ქალაქი სამხრეთ-დასავლეთ მანჩესტერიდან 23 კილომეტრში - ავტ) ცხოვრობს და ამიტომაც, აქ ხშირად ჩამოვდივარ. ჩემს მეგობრებსაც ვნახულობ და როდესაც „სიტი“ სახლში თამაშობს, სტადიონზე მივდივართ. შესაბამისად, ყველაფერი კარგადაა ამ მომენტში“, - თქვა ქინქლაძემ.

„სიტის“ პეპ გვარდიოლა განსხვავებულ ფეხბურთს ათამაშებს. ალბათ, ბევრ ქართველს გაუფიქრია, რამდენამდ კარგად მოერგებოდა ესპანელის სათამაშო ფილოსოფიას გიორგი ქინქლაძე. გიორგიც არაა წინააღმდეგი გვარდიოლას ხელმძღვანელობით ასპარეზობის:

„რა თქმა უნდა, მომწონს დავიდ სილვა. ის ტოპ ფეხბურთელია. აგრეთვე მომწონს სერხიო აგუერო და კევინ დე ბრუინი. ყველა ნახევარმცველი და თავდამსხმელი ძალიან კარგია. შესანიშნავია საყურებლად და მათთან თამაში ძალიან ადვილია. სიამოვნებით ვითამაშებდი გვარდიოლას გუნდში. მომწონს სათამაშო სტილი და ის ფეხბურთელები, რომლებიც ახლა „მან სიტის“ ჰყავს. ძალიან მომწონს“, - უთხრა ბრიტანულ გამოცემას ჩვენებურმა.

ქინქლაძეს ძალიან კარგად ახსენდება 2012 წლის დრამატული სეზონი, როდესაც „სიტიმ“ ინგლისის ჩემპიონის ტიტული 44-წლიანი პაუზის შემდეგ პირველად მოიგო:

„ფანებისთვის ეს საუკეთესო მომენტი იყო და ახლა მე ვარ ერთ-ერთი გულშემატკივარი. ასე რომ, ეს იყო ფანტასტიკური დღე ჩემთვის და „სიტის“ ქომაგებისთვის“.

ქართველი ყოფილ გუნდს ახლაც ქომაგობს და მიაჩნია, რომ პრემიერლიგის ჩემპიონის ტიტულს შეინარჩუნებს:

„ვფიქრობ, „სიტი“ ჩემპიონი გახდება. ჩემი აზრით, „ლივერპული“ ძალიან ახლოს იქნება სეზონის ბოლოს, მაგრამ „სიტის“ ტიტულის შენარჩუნებას შეძლებს“.

სამაგიეროდ, ქინქლაძე „სიტის“ შანსს ჩემპიონთა ლიგაზე უფრო პესიმისუტრად აფასებს:

„სამართლიანები უნდა ვიყოთ, ჩემპიონთა ლიგაზე „სიტის“ დიდი გამოცდილება არ აქვს და ვფიქრობ ეს სირთულეებს შეუქმნის. ამის დროც მოვა, მაგრამ ახლა ამას ვერ ვხედავ, რადგან უფრო მეტია საჭირო ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად“.

წლები გადის. გიორგი ქინქლაძე კი "მანჩესტერ სიტის" საკულტო გმირია...

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
0.119415
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X