სარეკლამო ადგილი - 12
მთლიანი ფონის
X x X
სარეკლამო ადგილი - 1
ზედა მთლიანი სიგანის
970 x 90
სარეკლამო ადგილი - 2
ზედა დიდი მარცხნივ
730 x 90
სარეკლამო ადგილი - 3
ზედა პატარა მარჯვნივ
230 x 90
ფეხბურთი

18:18 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ყველაზე ძვირადღირებული 20 საფეხბურთო ტრანსფერი
TOP 20
სარეკლამო ადგილი - 38
გახსნილ მასალაში ფოტოს ქვემოთ
700 x 100

მომენტები, რომლებმაც შექნეს მსოფლიო სპორტის ისტორია.

უკანასკნელი 20 წლის გამორჩეული მოვლენების TOP 20-ის წარმდგენია adjarabet.com – გართობის 20 წლიანი გამოცდილება.

დროის გასვლასთან ერთად იცვლება სატრანსფერო გარემოც. მაგალითად, 2001 წელს, როდესაც “რეალში” ზინედინ ზიდანი 77 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა, ეს ბევრისთვის წარმოუდგენელი თანხა იყო. თუმცა გავიდა პერიოდი და ეს ციფრი აღარავის აკვირვებს.

საქმე ორ ასეულ მილიონებზეც კი მივიდა. მაგალითად, ნეიმარი პსჟ-ში 222 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა.

ნეიმარი – “ბარსელონადან” პსჟ-ში. 2017 წელი, 222 მილიონი ევრო.

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხმაურიანი ტრანსფერი 2017 წლის ზაფხულში შედგა. ბრაზილიელმა ნეიმარმა კატალონიის “ბარსელონა” ფრანგულ “პარი სენ ჟერმენში” გაცვალა. პარიზელებმა სამხრეთ ამერიკელი შემტევის სანაცვლოდ 222 მილიონი ევროს გაღება მოუწია. შედეგად, ნეიმარი გახდა ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი.

“ბრაზილიელმა თავდამსხმელმა ხელი მოაწერა 5-წლიან კონტრაქტს კლუბისა და ფეხბურთელების თანდასწრებით. ნეიმარი 2022 წლის 30 ივნისამდე დედაქალაქურ გუნდს უკავშირდება”, - წერდა 2017 წლის 3 აგვისტოს პსჟ-ს ვებგვერდი.

კილიან მბაპე – “მონაკოდან” პსჟ-ში. 2017 წელი, 145 მილიონი ევრო

მეორე ადგილიც პარიზელთა კუთვნილებაშია. ისევ 2017 წელი და ამჯერად კილიან მბაპე. პსჟ-მ ფრანგი ტალანტის სანაცვლოდ სოლიდური თანხა არ დაიშურა და 18 წლის შემტევში “მონაკოს” 145 მილიონი ევრო გადაუხადა.

“წლების განმავლობაში ბევრი ოცნებობს, რომ წითელი და ლურჯი ფერის მაისური ჩაიცვან და შეიგრძნონ “პარკ დე პრენსის” საოცარი ატმოსფერო. ნამდვილად მინდოდა ამ კლუბის ნაწილი ვყოფილიყავი, რომელიც ევროპაში ერთ-ერთი ამბიციურია. ვეცდები, რომ პროგრესი გავაგრძელო და გუნდს დავეხმარო დიდი მიზნების მიღწევაში”, - თქვა მბაპემ კონტრაქტზე ხელის მოწერის შემდეგ.

ფილიპე კოუტინიო – “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”. 2018 წელი, 120 მილიონი ევრო

ბრაზილიელი ფილიპე კოუტინიოს ტრანსფერი კატალონიის “ბარსელონაში” დიდხანს გაიწელა. სამხრეთ ამერიკელს კატალონიაში გადაბარგების დიდი სურვილი ჰქონდა, მაგრამ 2017 წლის ზაფხულში “ლივერპულმა” ლიდერის გაშვება არ ისურვა. შედეგად, კოუტინიომ პროტესტს მიმართა და ერთი ხანობა ვარჯიშებზე უარს აცხადებდა.

საბოლოოდ, კოუტინიომ თავისი გაიტანა და 2018 წლის ზამთრის პერიოდში “კამპ ნოუზე” გადაინაცვლა. “ლივერპულის” ბიუჯეტი კი 120 მილიონი ევროს ოდენობით შეივსო და ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებულ ტრანსფერებს შორის მესამე ადგილიც დაიკავა.

უსმან დემბელე – “დორტმუნდიდან” “ბარსელონაში”. 2017 წელი, 105 მილიონი ევრო

“ბარსელონას” ისტორიაში 2017 წლის ზაფხულის ტრანსფერების კუთხით ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო გამოდგა. ნეიმარის წასვლის შემდეგ კატალონელებმა ფილიპე კოუტინიოს გადაბირება სცადა, თუმცა პირველ ჯერზე საწადელს ვერ მიაღწია. “ბლაუგრანას” შემდეგი სვლა კი უსმან დემბელე გამოდგა, რომელიც იმხანად “დორტმუნდის” რიგებში გამოდიოდა. შეთანხმება შედგა – ფრანგი “კამპ ნოუზე” 105 მილიონი ევროს სანაცვლოდ აღმოჩნდა.

“ბარსელონაში” თამაში ყოველთვის მინდოდა. როდესაც ძალიან პატარა ვიყავი ვუყურებდი ყველა თამაშს, ეს საუკეთესო გუნდია მსოფლიოში, რომელშიც საუკეთესო ფეხბურთელები თამაშობენ. ძალიან ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და იმედია ბევრ ტიტულს მოვიგებთ”, - აღნიშნავდა დემბელე 2017 წლის 28 აგვისტოს.

პოლ პოგბა – “იუვენტუსიდან” “მანჩესტერში”. 2016 წელი, 105 მილიონი ევრო

სანამ ნეიმარი “პარი სენ ჟერმენში” გადავიდოდა, იქამდე ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი პოლ პოგბა იყო. ფრანგი პირველ პოზიციას ზუსტად 1 წელი იკავებდა. პოგბა 2016 წლის ზაფხულში ტურინის “იუვენტუსიდან” სახლში, “მანჩესტერ იუნაიტედში” დაბრუნდა. იქ, საიდანაც 4 წლით ადრე პოგბა იტალიაში წავიდა. ამჯერად, “წითელ ეშმაკებს” ჯიბეზე ხელის გაკვრა გვარიანად მოუწიათ და “იუვეს” ხაზინა 105 მილიონით შეივსო.

“მანჩესტერ იუნაიტედი” სიამოვნებით აცხადებს, რომ პოლ პოგბას “იუვენტუსიდან” ტრანსფერი დასრულებულია. პოლი შემოგვიერთდა და 5-წლიანი კონტრაქტი გააფორმა ერთი წლის შესაძლო გახანგრძლივების პერსპექტივით”, - წერდა 2016 წლის 9 აგვისტოს ინგლისელთა ვებგვერდი.

კრიშტიანუ რონალდუ – “რეალიდან” “იუვენტუსში”. 2018 წელი, 100 მილიონი ევრო

შესაძლოა ეს ბოლო წლების ყველაზე ხმაურიანი და მოულოდნელი ტრანსფერია. კრიშტიანუ რონალდუმ მადრიდის “რეალში” გატარებული ტრიუმფალური 9 სეზონის შემდეგ ესპანეთი დატოვა და ტურინის “იუვენტუსთან” 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

ტრანსფერზე აქტიური საუბარი დაახლოებით ორი კვირის განმავლობაში მიმდინარეობდა და ყველაფერმა ოფიციალური სახე გასულ ზაფხულს, 10 ივლისს მიიღო.

“იუვენტუსი” მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო გუნდია. ეს გადაწყვეტილება ადვილად მივიღე და ეს ჩემთვის გამოწვევაა. ჩემს ასაკში ფეხბურთელები ჩინეთში მიდიან, მე კი ბედნიერი ვარ, რომ ასეთ დიდ გუნდში ვითამაშებ. მხოლოდ “იუვეში” თამაში მსურდა და მადლობა, რომ ეს შესაძლებლობა მომეცა”, - თქვა რონალდუმ 16 ივლისს, როდესაც ტურინში მედიას ოფიციალურად წარუდგინეს.

გარეთ ბეილი – “ტოტენჰემიდან” “რეალში”. 2013 წელი, 100 მილიონი ევრო

იყო პერიოდი, როდესაც გარეთ ბეილი ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო. ეს, სამი წლის განმავლობაში. უელსელის სანაცვლოდ მადრიდის “რეალმა” 2013 წლის ზაფხულში ლონდონის “ტოტენჰემს” 100 მილიონი ევრო გადაუხადა.

გარეთმა “სამეფო კლუბთან” 6-წლიანი კონტრაქტი გააფორმა და მადრიდელთა ხელმძღვანელობას ნდობისთვის მადლობა გადაუხადა:

“მინდა მადლობა გადავუხადო კლუბს, პრეზიდენტს, სტაფს, მწვრთნელებს, ფეხბურთელებსა და განსაკუთრებით, ფანტასტიკურ გულშემატკივარს. არ ვარ დარწმუნებული, რომ სწორი დრო იყო იმ გუნდის დასატოვებლად, რომელმაც ყველაფერი მომცა, მაგრამ ვიცი, რომ ეს ბევრი ფეხბურთელის ოცნებაა და მართალი გითხრათ, ჩემი ოცნებაც “რეალში” თამაში იყო”, - თქვა ბეილმა წარდგენისას.

კრიშტიანუ რონალდუ – “მანჩესტერიდან” “რეალში”. 2009 წელი, 94 მილიონი ევრო

ათეულში რონალდუს ადგილი ორჯერ ერგო. პორტუგალიელი 2009 წელს “მანჩესტერ იუნაიტედიდან” “რეალს” 94 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და იმ დროისთვის ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელიც გახდა. ამ სტატუსს კრიშტიანუ 2013 წლამდე ატარებდა, სანამ “რეალმა” გარეთ ბეილი არ შეიძინა.

რონალდუ “სანტიაგო ბერნაბეუზე” გულშემატკივრების წინაშე საზეიმოდ წარადგინეს და ეს იყო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი წარმოდგენა.

“ყველას წარმატებას ვუსრუვებ მომავალ კარიერაში. კრიშტიანუ “მანჩესტერ იუნაიტედისთვის” საოცარი მოთამაშე იყო, 6 წლის განმავლობაში “ოლდ ტრაფორდმა” დაინახა, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელად ჩამოყალიბდა”, - ამბობდა სერ ალექს ფერგიუსონი 2009 წლის ივლისში.

გონსალო იგუაინი – “ნაპოლიდან” “იუვენტუსში”. 2016 წელი, 90 მილიონი ევრო

გონსალო იგუაინი “ნაპოლიში” ნამდვილი გმირი იყო სამი წლის განმავლობაში, მაგრამ შემდეგ მოვლენები შეიცვალა და მოღალატედ იქცა. 2016 წლის ზაფხულში “პიპიტამ” სამხრეთელებისთვის მოძულე “იუვენტუსის” მაისური მოირგო, ხოლო “ნაპოლიმ” 90 მილიონი მიიღო.

ეს იყო ტურინელთა ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული ტრანსფერი 2018 წლამდე. მანამ, სანამ კრიშტიანუს გაიფორმებდნენ. ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ კი ნეაპოლში ტიფოზებმა იგუაინის მაისურები დაწვეს, ხოლო მისი ყოველი სტუმრობა “სან პაოლოზე” ნამდვილ ჯოჯოხეთს ჰგავდა. მაგრამ, არგენტინელი ქომაგთა აგრესიას ნაკლებად იმჩნვდა და “სან პაოლოზე” შავ-თეთრი მაისურით სამ მატჩში ოთხი გოლი გაიტანა.

“ბედნიერი ვარ აქ ყოფნით და ახალი თავგადასავლით. იმედია, საოცარ სეზონს ჩავატარებთ. ეს არის დიდი გუნდი, დიდი ხელმძღვანელობით და ახლა საჭიროა მხოლოდ მუშაობა, რომ გულშემატკივარს დამსახურებული სიხარული ვაჩუქოთ”, - ეს იყო გონსალოს პირველი ტურინული სიტყვები.

ნეიმარი – “სანტოსიდან” “ბარსელონაში”. 2013 წელი, 88.2 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებულ ფეხბურთელთა ჩამონათვალი ნეიმარით იწყება და ათეულიც ბრაზილიელიც სრულდება. 2013 წლის ზაფხულში კატალონიის “ბარსელონამ” მადრიდის “რეალის” კონკურენციაში იმარჯვა და ბრაზილიელი ტალანტი გაიფორმა.

“სანტოსმა” ნეიმარის სანაცვლოდ 88.2 მილიონი ევრო მიიღო, ხოლო ფეხბურთელმა “ბლაუგრანასთან” 5-წლიანი კონტრაქტს მოაწერა ხელი.

“ჩემმა ოჯახის წევრებმა და მეგობრებმა უკვე იციან ჩემი გადაწყვეტილების შესახებ. ორშაბათს, კონტრაქტს “ბარსელონასთან” გავაფორმებ. მინდა, მადლობა გადავუხადო “სანტოსს”, ამ წარმოუდგენელი 9 წლისთვის. ჩემი გრძნობა ამ გუნდის მიმართ არასდროს შეიცვლება, ეს მარადიულია”, - ამბობდა ნეიმარი 2013 წლის მაისში.

რომელუ ლუკაკუ – “ევერტონიდან” “მანჩესტერში”. 2017 წელი, 85 მილიონი ევრო

იყო დრო, როდესაც ჟოზე მოურინიომ ბელგიელი რომელუ ლუკაკუ ლონდონის “ჩელსიში” დაიწუნა და გაასხვისა. თუმცა, 2017 წლის ზაფხულში უკვე “მანჩესტერის” თავკაცის რანგში ბელგიელს ხელგაშლილი შეეგება. “მანიუმ” ლუკაკუს სანაცვლოდ ლივერპულის “ევერტონს” 85 მილიონი ევრო გადაუხადა.

“ეს არის გუნდი, რომელიც მშიერია და გამარჯვებები სწყურია. “მანჩესტერი” მსოფლიოში ისევ დომინანტი გახდება. ასეთი შანსი მიღება ბავშვობიდან მსურდა”, - განაცხადა ლუკაკუმ სამედიცინო შემოწმების გავლის შემდეგ.

ვირჯილ ვან დეიკი – “საუთჰემპტონიდან” “ლივერპულში. 2018 წელი, 84.5 მილიონი ევრო

ყველაზე ძვირადღირებული მცველი ფეხბურთის ისტორიაში. ეს ვირჯილ ვან დეიკია, რომელიც მიმდინარე წლის ზაფხულში “საუთჰემპტონიდან” “ლივერპულში” 84.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ გადავიდა. ჰოლანდიელი გარდა იმისა, რომ ყველაზე ძვირადღირებული მცველი გახდა ისტორიაში, იგივე რეკორდი “ლივერპულის” ისტორიაშიც დაამყარა.

“ბედნიერი და ამაყი ვარ, რომ “ლივერპულის” ფეხბურთელი გავხდი. ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის საამაყო დღეა, რადგან მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთ უდიდეს გუნდს შევუერთდი”, - თქვა კონტრაქტის გაფორმების შემდეგ ჰოლანდიელმა.

ლუის სუარესი – “ლივერპულიდან” “ბარსელონაში”. 2014 წელი, 82.3 მილიონი ევრო

ურუგვაელი ლუის სუარესი “ენფილდ როუდზე” გატარებული შედეგიანი წლების შემდეგ კატალონიის “ბარსელონაში” გადავიდა. 2014 წლის ზაფხულში სამხრეთ ამერიკელის სანაცვლოდ ესპანელებმა 82.3 მილიონი ევრო გადაიხადეს და მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ფორვარდი გაიფორმეს.

“ლივერპულის” დატოვება და ახალი თავგადასავლის მიღება რთული იყო. მე და ჩემი ოჯახი ამ გუნდზე და ქალაქზე შეყვარებულები ვართ სამუდამოდ. განსაკუთრებით ფანებზე, რომლებიც ყოველთვის მხარს მიჭერდნენ. არასდროს დაგივიწყებთ და ყოველთვის “ლივერპულის” გულშემატკივრად დავრჩები”, - თქვა სუარესმა ტრანსფერის გაოფიციალურების შემდეგ.

კეპა არიზაბალაგა – “ბილბაოდან” “ჩელსიში”. 2018 წელი, 80 მილიონი ევრო

ესპანელი კიპერი ისტორიაში ყველაზე ძვირადღირებული მეკარე გახდა და ბრაზილიელი ალისონის ერთი თვის წინ დამყარებული რეკორდი გააუმჯობესა. “ჩელსიმ” ესპანელის სანაცვლოდ ბილბაოს “ატლეტიკს” 80 მილიონი ევრო გადაუხადა და 7-წლიანი კონტრაქტი გაუფორმა.

“ეს ჩემთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა, როგორც კარიერის, ისე პირადი ცხოვრების მხრივ. ძალიან მიხარია, რომ “ჩელსის” წევრი ვარ და პრემიერლიგაში ვითამაშებ”, - ამბობდა კეპა.

ზინედინ ზიდანი – “იუვენტუსიდან” “რეალში”. 2001 წელი 77.5 მილიონი ევრო

ზინედინ ზიდანი 8 წლის განმავლობაში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბურთელი იყო. ფრანგი 2001 წელს მადრიდის “რეალს” 77.5 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა და ტურინის “იუვენტუსი” 5-წლიანი ურთიერთობის მერე დატოვა.

ზიზუმ მადრიდელთა თეთრი მაისურით 5 სეზონში 227 თამაში ჩაატარა და 49 გოლის გატანა მოახერხა. მათ შორის, 2002 წელს ჩემპიონთა ლიგის ფინალში გამარჯვების გოლი გაუტანა ლევერკუზენის “ბაიერს”. კარიერა კი სწორედ “რეალში” 2006 წელს დაასრულა.

ხამეს როდრიგესი – “მონაკოდან” “რეალში”. 2014 წელი, 76 მილიონი ევრო

ხამეს როდრიგესისთვის გარდამტეხი მსოფლიოს 2014 წლის ჩემპიონატი გამოდგა, სადაც ბრწყინვალედ ითამაშა და 6 გოლით ტურნირის საუკეთესო ბომბარდირიც გახდა. რა გასაკვირია, რომ მასზე ევროპული გრანდების მხრიდან ნადირობა გამოცხადდა.

საბოლოოდ, “მონაკო” და ფეხბურთელი მადრიდის “რეალის” წინადადებას დასთანხმდნენ, ხოლო ფრანგულმა გუნდმა 76 მილიონი ევრო მიიღო კოლუმბიელი შემტევის სანაცვლოდ.

ანხელ დი მარია – “რეალიდან” “მანჩესტერში”. 2014 წელი, 75.6 მილიონი ევრო

ხამესის “რეალში” ტრანსფერით ნათელი იყო, რომ ანხელ დი მარიას “სანტიაგო ბერნაბეუზე” აღარ დაედგომებოდა. შედეგად, არგენტინელი “მანჩესტერ იუნაიტედში” აღმოჩნდა. “წითელმა ეშმაკებმა” ანხელის სანაცვლოდ დიდძალი თანხა არ დაიშურეს და მადრიდელთა საბანკო ანგარიშზე 75.6 მილიონი ევრო გადარიცხეს.

“ესპანეთში თავს ძალიან კარგად ვგრძნობდი და ბევრი გუნდიც მეპატიჟებოდა, მაგრამ “მანჩესტერი” ერთადერთი გუნდი იყო, სადაც “რეალიდან” გადასვლა მინდოდა. ლუის ვან გაალი ფანტასტიკური მწვრთნელია და მასთან ერთად “მანჩესტერი” ძველ სიმაღლეებს დაუბრუნდება”, - თქვა დი მარიამ “ოლდ ტრაფორდზე” გადაბარგების შემდეგ.

კევინ დე ბრუინი – “ვოლფსბურგიდან” “მანჩესტერ სიტიში”. 2015 წელი, 75 მილიონი ევრო

კევინ დე ბრუინმა ჯერ კიდევ ლონდონის “ჩელსიში” სცადა ფეხის მოკიდება, მაგრამ არ გამოუვიდა. შედეგად, ბელგიელმა გერმანულ “ვოლფსბურგს” მიაშურა, სადაც შესაძლებლობების მაქსიმუმი გამოავლინა და ევროპული გრანდების ინტერესი ისევ მიიპყრო. დე ბრუინი 2015 წელს “მანჩესტერ სიტიში” აღმოჩნდა, ხოლო გერმანულმა გუნდმა 75 მილიონი ევრო მიიღო.

“მინდა მაქსიმალურ დონეს მივაღწიოთ, რადგან ყველაზე მნიშვნელოვანია სეზონის ბოლოს ტიტულების მოგება. ვფიქრობ, ეს ფეხბურთელებისთვის, კლუბისთვის და ფანებისთვისაც მთავარია”, - თქვა ბელგიელმა 2015 წლის აგვისტოში.

ზლატან იბრაჰიმოვიჩი – “ინტერიდან” “ბარსელონაში”. 2009 წელი, 69.5 მილიონი ევრო

2009 წლის ზაფხულში ზლატან იბრაჰიმოვიჩმა იტალია დატოვა და კატალონიის “ბარსელონას” შეუერთდა. ესპანელებმა შვედში 45 მილიონი და სამუელ ეტო’ო გაიღეს. საბოლოო ჯამში ტრანსფერის ღირებულებამ 70 მილიონ ევროს მიაღწია. ზლატანმა გაცემული ავანსები ვერ გაამართლა და “კამპ ნოუ” ერთი სეზონის შემდეგ დატოვა.

“ბარსაში” თამაში ყველა ფეხბურთელს უნდა, მაგრამ ეს ყველას არ შეუძლია. როდესაც გავიგე, რომ ჩემი დამატება უნდოდათ, ჩემს აგენტს წარმატებული მუშაობა ვუსურვე”, - ამბობდა იბრა.

რიად მაჰრეზი – “ლესტერ სიტიდან” “მანჩესტერ სიტიში”. 2018 წელი, 67.8 მილიონი ევრო

ოცეული ალჟირელი რიად მაჰრეზით სრულდება. აფრიკელი შემტევი მიმდინარე წლის ზაფხულში “მანჩესტერ სიტის” 67.8 მილიონი ევროს სანაცვლოდ შეუერთდა. მაჰრეზმა “ლესტერში” რამდენიმე წარმატებული სეზონი გაატარა და 2016 წელს ინგლისის ჩემპიონიც გახდა.

“ძალიან ბედნიერი ვარ “სიტიში” გადასვლით, რომელიც პეპ გვარდიოლას ხელმძღვანელობით დიდებულ ფეხბურთს თამაშობს. ვფიქრობ, შეგვიძლია მომდევნო წლებში წარმატებას მივაღწიოთ და ჩემი თამაში პეპის საწვრთნელი პროცესის ქვეშ გაუმჯობესდეს”, - ამბობდა მაჰრეზი კონტრაქტის გაფორმების შემდეგ.

სარეკლამო ადგილი - 25
გახსნილი მასალის შემდეგ
710 x 250
სარეკლამო ადგილი - 26
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 4
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 5
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 23
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 33
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 6
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 7
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 8
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 9
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 31
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 20
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 21
მარჯვენა სვეტი ცვლადი სიმაღლის
250 x H
სარეკლამო ადგილი - 22
მარჯვენა სვეტი
250 x 250
სარეკლამო ადგილი - 13
დაკიდული მარცხენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 14
დაკიდული მარცხენა ქვედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 15
დაკიდული მარჯვენა ზედა
120 x 600
სარეკლამო ადგილი - 16
დაკიდული მარჯვენა ქვედა
120 x 600
0.116572
სარეკლამო ადგილი - 99
კოდი <body>-ის ბოლოში
X x X