ფეხბურთი

15:17 | 30.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალი „ტოტენჰემში“ კიდევ ექვს წელიწადს დარჩება

„ტოტენჰემის“ ნახევარმცველმა, დელე ალიმ კლუბთან კონტრაქტი 2024 წლამდე გაახანგრძლივა.

Daily Mail-ის ცნობით, ინგლისის ნაკრების ერთ-ერთ უნიჭიერეს შუახაზელს, „დეზებთან“ ხელშეკრულება 2022 წლამდე აკავშირებდა და ახალ კონტრაქტზე საუბარი თვეების განმავლობაში გრძელდებოდა. მთავარი პრობლემა ფეხბურთლის ხელფასი იყო.

აქმდე ალის ჯამაგირი კვირაში 50 ათასი გირვანქა გახლდათ. ახალი კონტრაქტის პირობები ჯერ არ ხმაურდება, მაგრამ ბრიტანული ტაბლოიდები ვარაუდობენ, რომ მისი ანაზღაურება თითქმის გაორმაგდება და კვირაში დაახლოებით 100 ათასი გირვანქა იქნება.

0.148828