სხვა

22:05 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ სუმოისტთა ბარაქიანი ევროპირველობა

3 ოქრო, 2 ვერცხლი და 2 ბრინჯაო – ასეთი შედეგით ბრუნდებიან ქართველი ჭაბუკი სუმოისტები ესტონეთში გამართული ევროპის ახალგაზრდული ჩემპიონატიდან.

საქართველოს სუმოს ეროვნული ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, ტურნირს ყოფილი ესტონელი ოძეკის ბარუტოს მშობლიურმა ქალაქმა რაკვერემ უმასპინძლა.

შეჯიბრი 16-წლამდელთა შორის:
დავით კაცაძე (95 კგ.) – ოქრო
გუგა რევიშვილი (75 კგ.) – ბრინჯაო
დავით აბდალაძე (65 კგ.) – ბრინჯაო

შეჯიბრი 18-წლამდელთა შორის:
ზურა წიქორაძე (თავისუფალი) – ოქრო
ზურა წიქორაძე (+100 კგ.) – ოქრო
დემურ ფესტვენიძე (+100 კგ.) – ვერცხლი
დავით აბდალაძე (60 კგ.) – ვერცხლი

აღსანიშნავია, რომ ჩვენი 6 წარგზავნილიდან უმედლოდ მხოლოდ მხოლოდ საბა გამთენაძე დარჩა, დანარჩენი 5 მათგანის ანგარიშზე კი 7 მედალია.
ცალკე სათქმელია, რომ გუგა რევიშვილი, დავით აბდალაძე, საბა გამთენაძე და დემურ ფესტვენიძე დებიუტანტები არიან ნაკრებში და პირველად მოირგეს ტანზე მავაში, ხოლო დავით კაცაძემ და ზურა წიქორაძემ მხოლოდ მეორე ტურნირზე მიიღეს მონაწილეობა და ივლისში მსოფლიო პირველობაზე აღებულ ბრინჯაოს მედლებს, ევროპის ჩემპიონატის ოქროები შემატეს.

თეგებისუმო
0.114977