ფეხბურთი

20:22 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ზლატანი და "მილანი"

ზლატან იბრაჰიმოვიჩისა და „მილანის“ ამბავი ისევ აქტუალური გახდა. მას შემდეგ, რაც შვედი გიგანტის ლოს ანჯელეს „გალაქსი“ MLS-ის პლეი-ოფში ვერ მოხვდა, იტალიური მედია ისევ ალაპარაკდა აღნიშნულ საკითხზე.

„გალაქსიმ“ გადამწყვეტი შეხვედრა „ჰიუსტონ დინამოსთან“ წააგო და პლეი-ოფს მიღმა დარჩა. შესაბამისად, იბრასთვის სეზონი დასრულებულია. შვედს ამერიკულ კლუბთან კონტრაქტი 2019 წლის ნოემბრამდე აკავშირებს, მაგრამ საუბარი საიჯარო ხელშეკრულებაზე.

MLS-ში პაუზის დროს შესაძლებელია, რომ ფეხბურთელები იჯარით ევროპაში გადავიდნდნენ. ბუნებრივია, ამის შანსი ზლატანსაც აქვს. თავის დროზე, „მილანში“ მსგავსი გარიგებით დევიდ ბექჰემი თამაშობდა.

აქვე გეტყვით, რომ იბრაჰიმოვიჩს „გალაქსის“ მაისურით 27 შეხვედრაში 22 გოლი აქვს გატანილი, ხოლო იტალიური გუნდის ღირსებას 2010-2012 წლებში იცავდა და 85 მატჩში 56 გოლის გატანაც შეძლო.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.109536