ფეხბურთი

17:34 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ემრე ჯანი ერთი თვე იუქმებს

გერმანიის ნაკრებისა და ტურინის „იუვენტუსის“ ფეხბურთელ ემრე ჯანს ფარისებრი ჯირკვლის ოპერაცია წარმატებით გაუკეთდა. როგორც „ბებერი ქალბატონის“ ვებგვერდი იტყობინება, ქირურგიული ჩარევა ფრანკფურტში ჩატარდა.

ფეხბურთელის სრულად გამოჯანმრთელების პერიოდი კი ერთი თვე გასტანს.

ემრე ჯანი „იუვეს“ „კალიარისთან“, „მანჩესტერთან“, „მილანთან“, „სპალთან“, „ვალენსიასთან“ და „ფიორენტინასთან“ შეხვედრებში ვერ დაეხმარება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116164