ფეხბურთი

16:40 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ჩემი ოცნებები რეალობად აქციეთ" - შმეიხელის ემოციური წერილი გარდაცვლილ პრეზიდენტს

ინგლისური "ლესტერ სიტის" მეკარე კასპერ შმეიხელი აწ გარდაცვლილ ვიჩაი შრივადჰანაპრაბჰას ემოციური წერილით დაემშვიდობდა. დანიელი კიპერი წერს, რომ ტაილანდელმა მისი ოცნებები რეალობად აქცია:

„ჩემო ძვრიფასო პრეზიდენტო. არ შემიძლია იმის დაჯერება, რაც მოხდა, განადგურებული ვარ. ძნელია ახსნა, რას წარმოადგენდით ამ გუნდისთვის და ამ ქალაქისთვის. არასდროს შევხვედრილვარ თქვენნაირ პიროვნებას. ჩემი ოცნებები რეალობად აქციეთ.

ყველამ იცის ის ინვესტიცია, რომელიც თქვენ და თქვენმა ოჯახმა კლუბში გააკეთეთ. მაგრამ, ეს უფრო მეტი იყო. ლესტერი თქვენს საქველმოქმედო სამუშაობებს არასდროს დაივიწყებს. არასდროს შემხვედრია თქვენნაირი ადამიანი: დიდი მუშაკი, კეთილი, გულუხვი. ყველასთვის გქონდათ დრო, ყველასთან გქონდათ ურთიერთობა. ყოველთვის აღფრთოვანებული ვიყავი თქვენი ლიდერის, მამის, ადამიანის თვისებებით. შეცვალეთ ფეხბურთი. ყველას მიეცით იმედი, რომ შეუძლებელი შესაძლებელი იყო. არამარტო ჩვენს გულშემატკივარს, არამედ ყველა სპორტის გულშემატკივარს მსოფლიოს მასშტაბით. ამას ბევრი ადამიანი ვერ გააკეთებდა.

როდესაც 2011 წელს მიყიდა, მითხრა, რომ 6 წელიწადში ჩემპიონთა ლიგაზე ვიქნებოდით. შთამაგონა და მეც მჯეროდა. თქვენი და თქვენი ოჯახის გარეშე არასდროს მოხდებოდა ის, რაც გავაკეთეთ. მან ფაქტობრივად ჩემი ოცნებები რეალობად აქცია“, - დაწერა შმეიხელმა.

შეგახსენებთ, ორი დღის წინ, "ლესტერისა" და "ვესტ ჰემის" მატჩის შემდეგ "კინგ ფაუერ სთედიუმის" პარკირების ადგილას შრივადჰანაპრაბჰას ვერტმფრენმა კატასტროფა განიცადა, რის შემდგომაც "მელიების" მფლობელი დაიღუპა. ტაილანდელმა "ლესტერი" 2010 წელს შეიძინა და კლუბის ისტორიაში უდიდეს წარმატებას დაუდო სათავე - 2016 წელს გუნდი ინგლისის ჩემპიონი გახდა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112333