ფეხბურთი

0:01 | 29.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

„კრისტალ პალასმა“ „არსენალს“ გამარჯვებების ფანტასტიკური სერია შეუწყვიტა

„ვერ გეტყვით, იყო თუ არა ეს ჩვენი საუკეთესო მატჩი სეზონში, მაგრამ ფაქტი ის არის, რომ პირველი 10 წუთი საშინლად ვითამაშეთ. თუმცა მალევე მოვიპოვეთ ბურთი და ვითარებაც გავაკონტროლეთ,“ - განაცხადა „ჩელსის“ მწვრთნელმა, მაურიციო სარიმ „ბარნლისთან“ გამარჯვების შემდეგ.

„არისტოკრატებმა“ მართლაც ქვა-ქვაზე არ დატოვეს მასპინძელი „ბარნლისგან.“ ამათ წინა ტურში „სიტიმ“ სულაც ხუთი უპასუხო გოლი გაუტანა. „ჩელსი“ უფრო „მოწყალე“ აღმოჩნდა და ერთით ნაკლები „აკმარა.“ თუმცა, მორატას და ჟირუს რომ ეყოჩაღათ, ეგებ ანგარიში სულაც უხერხული გამოსულიყო.

მასპიძლები პირველ გოლამდე კიდევ რაღაცას ახერხებდნენ, მაგრამ შემდეგ საერთოდ მოიშალნენ და მინდორზე ერი გუნდი - „ჩელსი“ დარჩა. თავი მორატამ, ბარკლიმ, ვილიანმა და ლოფტუს-ჩიკმა გამოიჩინეს.

„კრისტალ პალასმა“ „არსენალს“ გამარჯვებების ფანტასტიკური სერია შეუწყვიტა. მოგეხსენებათ, აქამდე, „მეთოფეებს“ ყველა ტურნირში ზედიზედ 11-ჯერ მოეგოთ.

ამჯერადაც იგებდნენ, მაგრამ სერბი ლუკა მილივოევიჩის ზუსტად დარტყმულმა პენალტმა ერთი ქულის ამარა დატოვა სტუმრები.

„მანჩესტერმა,“ „ოლდ ტრაფორდზე,“ დაძაბულ ბრძოლაში აჯობა „ევერტონს“ და მე-8 ადგილზე აინაცვლა. 27-ე წუთზე სტუმართა მეკარე პიკფორდმა პოგბას პენალტი აუღო, მაგრამ ფრანგმა დამატებაზე მაინც იმარჯვა და გახსნა ანგარიში. მეორე ტაიმის დასაწყისში კი თავის თანამემამულე მარსიალს გაატანინა. სიგურდსონის საპასუხო თერთმეტმეტრიანმა სტუმრებს ვეღარ უშველა.

მე-10 ტური ორშაბათს, „ტოტენჰემ“ – „სიტის“ მატჩით დაიხურება.

ინგლისი

28 ოქტომბერი. პრემიერლიგა

ბარნლი - ჩელსი 0:4

0:1 მორატა (22), 0:2 ბარკლი (57), 0:3 ვილიანი (62), 0:4 ლოფტუს-ჩიკი (90+3)

ბარნლი: ჰარტი, ლოუტონი, მი, ტარკოვსკი, ტეილორი, დეფური, კორკი (ვესტვუდი 73), გუდმუნდსონი, ბრეიდი, ჰენდრიკი (ბარნსი 65), ვოუკსი (ვუდი 59)

მწვრთნელი: შონ დაიჩი

ჩელსი: კეპა, დავიდ ლუისი, ასპილიკუეტა, ალონსო, რუდიგერი, ბარკლი, ჟორჟინიო (ფაბრეგასი 78), კანტე, ვილიანი, პედრო (ლოფტუს-ჩიკი 30), მორატა (ჟირუ 74)

მწვრთნელი: მაურიციო სარი

მსაჯი: კრეიგ პოუსონი

გაფრთხილება: ტარკოვსკი (43), ჰენდრიკი (48), ბრეიდი (61), გუდმუნდსონი (64)

კრისტალ პალასი - არსენალი 2:2

1:0 მილივოევიჩი (45+1, პენ), 1:1 ჯაკა (51), 1:2 ობამეიანგი (56), 2:2 მილივოევიჩი (83, პენ)

კრისტალ პალასი: ჰენესი, საკო, ტომკინსი, ვან ანჰოლტი, ვან-ბისაკა, მაკარტური (მაიერი 61), კუაიატე (პანჩონი 88), თაუნსენდი, მილივოევიჩი, აიუ, ზაჰა

მწვრთნელი: როი ჰოჯსონი

არსენალი: ლენო, მუსტაფი, ბელერინი (ლიხტშტაინერი 46), ჰოლდინგი, იოზილი (უელბეკი 68), ჯაკა, ივობი, ტორეირა, გენდუზი, ობამეიანგი (რემზი 78), ლაკაზეტი

მწვრთნელი: უნაი ემერი

მსაჯი: მარტინ ატკინსონი

გაფრთხილება: აიუ (8); გენდუზი (90+4)

მანჩესტერი - ევერტონი 2:1

1:0 პოგბა (27), 2:0 მარსიალი (49), 2:1 სიგურდსონი (77, პენ)

Loading...
სტატისტიკა
პრემიერლიგა - ტური 35
  • 20 აპრილი, 2019
  • არსენალი - კრ. პალასი
  • ბორნმუთი - ფულემი
  • კარდიფი - ლივერპული
  • ჩელსი - ბარნლი
  • ევერტონი - მანჩესტერი
  • ჰადერსფილდი - უოტფორდი
  • სიტი - ტოტენჰემი
  • ნიუკასლი - საუთჰემპტონი
  • ვესტ ჰემი - ლესტერი
  • ვულვზი - ბრაიტონი
პრემიერლიგა - ტური 36
  • 27 აპრილი, 2019
  • ბრაიტონი - ნიუკასლი
  • ბარნლი - სიტი
  • კრ. პალასი - ევერტონი
  • ფულემი - კარდიფი
  • ლესტერი - არსენალი
  • ლივერპული - ჰადერსფილდი
  • მანჩესტერი - ჩელსი
  • საუთჰემპტონი - ბორნმუთი
  • ტოტენჰემი - ვესტ ჰემი
  • უოტფორდი - ვულვზი
0.276102