სხვა

23:08 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ერთი წამი პირველობამდე  

საქართველოს ახალგაზრდულმა ნაკრებმა მეორე ადგილი დაიკავა IHF მსოფლიო თასის ევროპული ზონის ტურნირზე. ბოლო დღეს ჩვენებმა 38-18 დაამარცხეს ირლანდია, კოსოვომ კი ბოლო წამზე გაუთანაბრა ანგარიში მოლდოვას, 27-27, პირველობა სწორედ ამ გოლით დაიბევა და ახლა ითამაშებს ინტერკონტინენტალურ ფინალში, რომლის გამარჯვებულიც მსოფლიოს ახალგაზრდული ჩემპიონატის საგზურს მიიღებს.

ბოლო, კოსოვო-მოლდოვას მატჩის წინ პირველობის შანსი სამ გუნდს ჰქონდა. კოსოვოს ფრეც ჰყოფინდა, მოლდოვას 3 ბურთით მოგება სჭირდებოდა, მაგრამ მოლდოველთა 1 ან 2 ბურთით გამარჯვების შემთხვევაში პირველ ადგილზე საქართველოს ნაკრები გადიოდა.

ბოლო წუთზე მოლდოვა 27-26 იგებდა და უტევდა. დენის მარტევი მეკარესთან პირისპირ გავიდა, მაგრამ ვერ გაიტანა. რჩებოდა 9 წამი, მასპინძელთა მწვრთნელმა ბრანუშიმ აიღო ტაიმაუტი, რომლის შემდეგაც კოსოვოელთა ლიდერმა, ტაჰირუკაიმ მარცხენა კუთხიდან გაიტანა და სირენაც გაისმა. კოსოვოს მეორედ გაუმართლა - საქართველოსთან მოგებული მატჩის (22-21) ბოლო 14 წამში მათმა მეკარემ ჯერ შვიდმეტრიანი მოიგერია, შემდეგ კი პირისპირ გასვლა.

ხელბურთი. IHF მსოფლიო თასი (ევროპის ზონა). 23-28 ოქტ, 2018

ასაკობრივი კატეგორია: 20წ, 1998 წელს და გვიან დაბადებულები

28 ოქტომბერი. საქართველო-ირლანდია 38-18

მალტა-ბრიტანეთი 18-34, კოსოვო-მოლდოვა 27-27

-----------------თ---მ---ფ---წ-----ბ------ქ

კოსოვო---------5---4---1---0--169-104--9

საქართველო---5---4---0---1---151-96--8

მოლდოვა-------5---3---1---1--161-101--7

ბრიტანეთი-----5---2---0---3--115-145--4

ირლანდია------5---0---1---4--111-165--1

მალტა-----------5---0---1---4---87-183--1

23 ოქტ. მოლდოვა-ირლანდია 37-21, მალტა-საქართველო 16-32, ბრიტანეთი-კოსოვო 38-17

24 ოქტ. მოლდოვა-მალტა 41-7, ბრიტანეთი-საქართველო 17-35, ირლანდია-კოსოვო 22-35,

26 ოქტ. ირლანდია-მალტა 29-29, ბრიტანეთი-მოლდოვა 21-33, კოსოვო-საქართველო 22-21

27 ოქტ. საქართველო-მოლდოვა 25-23, ირლანდია-ბრიტანეთი 21-26, მალტა-კოსოვო 17-47

გამარჯვებული გავიდა ინტერკონტინენტალურ ფინალში (გაზაფხული, 2019), რომლის მოგებულიც მიიღებს 21-წლამდელთა მსოფლიო ჩემპიონატის საგზურს (ივლისი, 2019).

18 წლამდელთა ტურნირი. კოსოვო 6 ქულა, ბრიტანეთი 4, მოლდოვა 2, ალბანეთი

ფინალი. კოსოვო - ბრიტანეთი 36-31, 3-4 ადგილები. მოლდოვა-ალბანეთი 29-16

საქართველოს ახალგაზრდული ნაკრები

GK: 1. სანდრო ხანდოლიშვილი (1998, BSB ბათუმი) 12. იური სილაგაძე (2001, წყალტუბო)

უკანა ხაზი: 17. დავით ყორიაული (1998, იმედი თელავი) 30. ზეზვა იობაშვილი (1998, იმედი თელავი) 15. ირაკლი კბილაშვილი (1998, ოდესა, უკრ), 4. მირიან გავაშელიშვილი (2000, იმედი თელავი), 22. გიგა ზარნაძე (1999, პეგასი) 18. გიორგი კუხალაშვილი (2000, პეგასი)

LW: 2. ნიკოლოზ ძნელაძე (2001, სამტრედია) 9. ჯემალ იმნაძე (2001, ქუთაისი)

RW: 6. გიორგი მერკვილაძე (1998, ქუთაისი) 7. დავით ნიაზაშვილი (2000, გორი)

P: 20. ერეკლე არსენაშვილი (1998, დიომიდის არგუს, საბ) 5. მიხეილ გველესიანი (2000, წყალტუბო)

მწვრთნელები: გიორგი გვაზავა (1978), სერგო დათუკაშვილი (1978), ჯორჯე რაშიჩი (1958, სრბ), ექიმი: ჯუმბერ ყარყარაშვილი (1990)

0.142299