ფეხბურთი

19:50 | 28.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნედვედმა პოგბას "იუვენტუსში" დაბრუნება გამორიცხა

"იუვენტუსის" დირექტორმა პაველ ნედვედმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ნახევარმცველის პოლ პოგბას იტალიაში შესაძლო დაბრუნებაზე განაცხადა, რომ აღნიშნულ თემაზე საუბარი ფუჭი დროის ხარჯვაა.

"პოგბა მსოფლიოსში ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია და მისი დაბრუნება ჩინებული იქნებოდა, თუმცა ახლა იგი "მანჩესტერ იუნაიტედის" მოთამაშეა და აქედან გამომდინარე ამ თემაზე საუბარს აზრი არ აქვს. ჩვენ სატრანსფერო ბაზარზე მობილიზებულები ვართ, თუმცა იანვარი ჯერჯერობით შორსაა." - განუცხადა Sky Sport Italia-ს ჩეხმა.

პოგბა "იუვენტუსში" ოთხი სეზონი თამაშობდა და იტალიის ჩემპიონი ოთხჯერ გახდა. "მანჩესტერ იუნაიტედში" მსოფლიოს ჩემპიონი 2016 წელს გადავიდა.

სტატისტიკა
0.252393