ფეხბურთი

17:51 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "დაჭრილი "რეალი" უფრო საშიშია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ ლიონელ მესისა და კრიშტიანუ რონალდუს არყოფნა „ელ კლასიკოს“ ვერაფერს დააკლებს.

გარდა ამისა, ვალვერდეს აზრით, „სამეფო კლუბი“ დაჭრილია და ასეთ მდგომარეობაში გაცილებით სახიფათოა:

„ელ კლასიკო“ სეზონის გამორჩეული მატჩია. განსაკუთრებული ატმოსფერო და ემოციები განსაკუთრებულ სტატუსს სძენს „რეალთან“ შეხვედრას. არ აქვს მნიშვნელობა მეტოქე როგორ ფორმაშია. მგონია, რომ დაჭრილი „რეალი“ ორმაგად საშიშია. შესაბამისად, მირჩევნია, რომ ჩვეულებრივ, კარგ ფორმაში მყოფ „რეალთან“ ვითამაშოთ.

შემადგენლობის შესახებ უკვე ჩამოვყალიბდი, ვფიქრობ, იგივე მდგომარეობაა მეტოქის ბანაკშიც. არმგონია, რომ მესისა და რონალდუს არყოფნა „ელ კლასიკოსთვის“ სასიკვდილო განაჩენი იქნება. ვიღაცამ თქვა, რომ ასე იქნება, მაგამ ეს სისულელეა. „ელ კლასიკო“ არსებობდა მათ დაბადებამდე, არსებობს ახლაც და იარსებებს მომავალშიც“, - განაცხადა ვალვერდემ.

„ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრა 8 ოქტომბერს, თბილისის დროით 19:15 საათზე გაიმართება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110682