ფეხბურთი

14:31 | 27.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პაოლო მალდინი: "მილანმა" თითქმის ყველა შეხვედრა კარგად ჩაატარა"

იტალიური „მილანის“ სტრატეგიული განვითარების დირექტორი პაოლო მალდინი მიიჩნევს, რომ „როსონერი“ მიმდინარე სეზონში კარგად თამაშობს და ოთხეულში მოხვედრა შეუძლია.

„დერბიში ცუდად ვითამაშეთ და ეს სიმართლეა. კარგად მესმის, რომ ევროპა ლიგაზე წაგებაც დიდი იმედგაცრუება იყო, მაგრამ სიარული იმ სულისკვეთებით უნდა გავაგრძელოთ, რომელიც ამ ორ წაგებამდე გვქონდა.

მიმდინარე სეზონი გვინდა, რომ ოთხეულში დავასრულოთ. ორი რთული თამაში გველოდება გენუურ გუნდებთან, მაგრამ თუ მოვახერხებთ გაამრჯვებას, ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის ბრძოლაში დავბრუნდებით. ჩვენ გვჯერა ამის, რადგან „მილანი“ თითქმის ყველა მატჩში კარგად თამაშობდა.

იტალიის ჩემპიონატში პატარა კლუბებსაც შეუძლიათ პრობლემების შექმნა. „ინტერმა“ დერბი მოიგო, მაგრამ მანამდე „პარმასთან“ დამარცხდა“, - თქვა მალდინიმ.

შეგახსენებთ, რომ „მილანმა“ ზედიზედ ორი თამაში წააგო („ინტერთან“ და „ბეტისთან“) და გავრცელდა ხმები ჯენარო გატუზოს შესაძლო გათავისუფლების შესახებ, თუმცა კლუბმა მთავარ მწვრთნელს ნდობა გამოუცხადა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.110369