ფეხბურთი

23:54 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

გიორგი ჩაკვეტაძის მორიგი წარმოდგენა: დუბლი "შარლერუასთან" (+VIDEO)

ბელგიის იუპილერ ლიგის მე-12 ტურის საწყის შეხვედრაში "გენტმა" "შარლერუა" 2:1 დაამარცხა და მატჩის გმირი გიორგი ჩაკვეტაძე გახდა. ჩვენებური აგრძელებს ბრწყინვალე თამაშს და თუ გასულ ტურში ერთ გოლს დასჯერდა, ამჯერად დუბლი გაიფორმა.

გიორგიმ 36-ე წუთზე თავური დარტყმით ახლო მანძილიდან შეაგდო, ხოლო 48-ე წუთზე უკვე ფეხით მოახერხა მეტოქის დამწუხრება.

ჩაკვეტაძეს "გენტის" მაისურით 3 გოლი დაუგროვდა მიმდინარე სეზონში და სამივე, ახალი მთავარი მწვრთნელის იეს თორუპის დანიშვნის შემდეგ გაიტანა. "გენტმა" კი ზედიზედ მეორე თამაში მოიგო და 20 ქულით მეხუთე ადგილზეა.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116123