ფეხბურთი

18:14 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩემპიონთა ლიგაზე ედინ ჯეკო გამოარჩიეს

ჩემპიონთა ლიგის მესამე ტურის საუკეთესო ფეხბურთელი ედინ ჯეკო გახდა. აღნიშნული ინფორმაცია უეფას ვებგვერდმა გაავრცელა.

„რომას“ ბოსნიელმა ფორვარდმა ცსკა-სთან შეხვედრაში დუბლი შეასრულა და საგოლე პასიც გააკეთა. ჯეკომ დავიდ სილვას, მოჰამედ სალაჰისა და აჩრაფ ჰაკიმის კონკურენციაში გაიმარჯვა.

აღსანიშნავია, რომ ედინ ჯეკო სამი ტურის შემდეგ ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ბომბარდირია ლიონელ მესისთან ერთად 5-5 გოლით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.106794