ფეხბურთი

17:20 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ეროვნული ლიგა 2: ინტრიგა ცოცხალია

საქართველოს ეროვნულ ლიგა 2-ში ინტრიგა შენარჩუნდა. 29-ე ტურის ცენტრალურ მატჩში „ვიტ ჯორჯიამ“ „დინამო ბათუმს“ უმასპინძლა და მხოლოდ გამარჯვება უტოვებდა პირველი ადგილისთვის ბრძოლის შანსს. „ვიტელებსა“ და ზღვისპირელებს შორის სხვაობა ამ ტურამდე 12 ქულა იყო, თუმცა ახლა 9 ქულაა.

„ვიტ ჯორჯიამ“ გამარჯვება ორი ავტოგოლით მოახერხა. მეორე ნახევარში ქავთარაძემ და გოგიტიძემ ორჯერ დალაშქრეს საკუთარი კარი და „დინამო“ დამარცხდა. შედეგად, ინტრიგა ცოცხალია. მართალია, 9 ქულაც დიდი სხვაობაა, მაგრამ შანსი არსებობს.

29-ე ტურში დამარცხდა ლიდერთა შორის მყოფი ორი გუნდი: „ნოჩი დინამო“ და „გაგრა“. ეს უკანასკნელი აუტსაიდერ „სამგურალს“ ესტუმრა და ვერაფერი გააწყო. წყალტუბოელებმა უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმეს და ბოლო ადგილს თავი დააღწიეს.

აი, „ნორჩი დინამო“ კი „შევარდენი 1906“-თან სტუმრად 2:3 დამარცხდა. თუმცა, მასპინძლები კარგა ხანს 3:0 იგებდნენ და ფაქტობრივად ბრძოლა არ შედგა. „თელავისა“ და მარტივის „მერანის“ შეხვედრა კი უგოლოდ დასრულდა.

29-ე ტურის კიდევ ერთი მატჩი „შუქურასა“ – „ცხინვალს“ შორის 29 ოქტომბერს გაიმართება.

„ვიტ ჯორჯია“ – „დინამო ბათუმი“ 2:0 (0:0)

გოლები: 1:0 ქავთარაძე (46, ა.გ), 2:0 გოგიტიძე (64, ა.გ)

„თელავი“ – „მერანი“ 0:0 (0:0)

„სამგურალი“ – „გაგრა“ 3:1 (1:0)

გოლები: 1:0 მათიაშვილი (44, ა.გ), 2:0 ჩხეტიანი (48), 2:1 ლომსაძე (90), 3:1 ღონღაძე (90)

„შევარდენი“ – „ნორჩი დინამო“ 3:2 (2:0)

გოლები: 1:0 პაიმი (25), 2:0 ნანობაშვილი (29), 30 პაიმი (54), 3:1 ქარქუზაშვილი (81), 3:2 გეწაძე (84)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.112168