ჭიდაობა

16:25 | 26.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კობლიაშვილი რეპეშაჟის შანსს ინარჩუნებს

ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრებმა დავით ჩხარტიშვილმა (60 კგ), შმაგი ბოლქვაძემ (67 კგ) და რობერტ კობლიაშვილმა (87 კგ) ბუდაპეშტში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე ოქრო-ვერცხლისთვის ბრძოლის გაგრძელების შანსი დაკარგეს. ჩხარტიშვილსა და ბოლქვაძეს უკვე რეპეშაჟის გზაც ჩაეკეტათ, რადგან მათმა მომგებებმა ფინალში ვერ გააღწიეს.

კობლიაშვილი კი ბრინჯაოს შანსს ჯერ კიდევ ელის - მისმა მძლეველმა თურქმა ბაშარმა ნახევარფინალში უნდა იჭიდავოს.

60, 67 და 87 კილოგრამ წონით კატეგორიებში ნახევარფინალური შეხვედრები თბილისის დროით 19:00 საათზე დაიწყება. 20:00 საათიდან კი ბერძნულ-რომაულ ჭიდაობაში მედლების პირველი ოთხი კომპლექტი გათამაშდება. საქართველოს ნაკრების წევრი ნუგზარ წურწუმია ჩინელ ლიგუო ცაოს დაეჭიდება და გამარჯვების შემთხვევაში ბრინჯაოს მედალს დაეუფლება.

0.117951