ფეხბურთი

23:51 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"ინტერმა" ექვს ფეხბურთელს ახალი კონტრაქტი გაუფორმა

მილანის „ინტერმა“ „ბარსელონასთან“ (0:2) წაგების შემდეგ ფეხბურთელების ნაწილს ნდობა გამოუცხადა და კონტრაქტი ერთბაშად ექვს ფეხბურთელს გაუხანგრძლივა.

როგორც „ნერაძურის“ ვებგვერდი იტყობინება, ახალი ხელშეკრულებები მარსელო ბროზოვიჩს, ანტონიო კანდრევას, ენრიკე დალბერტს, რობერტო გალიარდინის, ჟოაო მირანდასა და მატიას ვესინოს გაუფორმდათ.

ბროზოვიჩი - 2022 წელი, კანდრევა - 2021 წელი, დალბერტი - 2023 წელი, გალიარდინი - 2023 წელი, მირანდა - 2020 წელი, ვესონი - 2022 წელი.

იტალიური მედიისთვის განსაკუთრებით მოულოდნელი გამოდგა კანდრევას, მირანდასა და დალბერტის განახლებული კონტრაქტები, რადგან მიმდინარე სეზონში ამ ფეხბურთელებს ლუჩანო სპალეტი იშვიათად ენდობა.

თეგებიინტერი
სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111749