ფეხბურთი

22:37 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "რეალი" ახლა განსაკუთრებით სახიფათოა"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ „რეალი“ ახლა უფრო სახიფათო იქნება. ესპანელი სპეციალისტის აზრით, მადრიდელები კრიზისის დროს უფრო სახიფათონი არიან.

„რეალი“ ახლა უფრო სახიფათო იქნება მიუხედავად იმისა, რომ კრიზისშია. მათ სურთ, რომ აჩვენონ თავიანთი ძალა, რადგან შესანიშნავი ფეხბურთელები ჰყავთ.

მესის გარეშე კარგი თამაში ჩავატარეთ. ბევრს აინტერესებდა როგორ ვითამაშებდით მის გარეშე, მაგრამ ყველა ასპექტში კარგად ვიმუშავეთ. ჩვენ ყოველთვის გუნდურად ვმუშაობთ და ცნობადი სტილი გვაქვს, მესი უდიდეს ხარისხს გვმატებს და იმედია მალე დაგვიბრუნდება, რადგან გვჭირდება“, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონასა“ და „რეალის“ შეხვედრა 28 ოქტომბერს „კამპ ნოუზე“ შედგება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.113046