სხვა

21:41 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველი მწვრთნელების კიდევ ერთი აღიარება
გიორგი ასანიძისა და გია ცირეკიძის მიერ მომზადებულმა ებრაელმა ძალოსანმა ევროპირველობაზე მედალი აიღო

პოლონეთში მიმდინარე 20 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატი ქართული დელეგაციისთვის ისრაელის ნაკრების წევრის გამოსვლითაც საინტერესო იყო.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ასანიძემ გარკვეული პერიოდი ისრაელის ნაკრების წევრი გოგონა ნიკოლ რუბანოვიჩი ავარჯიშა და მწვრთნელთან გია ცირეკიძესთან ერთად შეჯიბრზეც გაიყვანა.
საქართველოს ძალოსნობის ფედერაციის პრესსამსახურის ცნობით, 20 წლის ებრაელმა გოგონამ, რომელიც 75 კგ. წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ატაცში 97 კგ. დაძლია და ოქროს მედალს დაეუფლა. მან ასევე წარმატებით იასპარეზა აკვრაში, სადაც 112 კილოგრამს გაუმკლავდა და ბრინჯაოს მედალი დაისაკუთრა. ნიკოლმა ასეთივე სინჯის მედალი აიღო ორჭიდშიც, სადაც 209 კილოგრამი მოაგროვა.
აღსანიშნავია, რომ ქართველი მწვრთნელების მიერ დამოძღვრილი რუბანოვიჩი ისრაელის ქალთა ძალოსნობის ისტორიაში პირველია, ვინც მსგავს წარმატებას მიაღწია.
ცნობისთვის, ნიკოლი გიორგი ასანიძესთან ქართველი ებრაელის გენადი ხისკიას უშუალო შუამდგომლობით მოხვდა, რომელიც ისრაელში ძალოსნობას კურირებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.123721