ფეხბურთი

18:22 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კონტეს აგენტი: "რეალთან" საუბარი არ ყოფილა"

მადრიდის „რეალში“ ხულენ ლოპეტეგის მომავალი ჯერ კიდევ გაურკვეველია. ესპანური მედია „სამეფო კლუბს“ ანტონიო კონტესაც უკავშირებენ. მეტიც, დაიწერა, რომ ფლორენტინო პერესს იტალიელთან საუბარი უკვე ჰქონდა.

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა კონტეს ძმამ და ამავდროულად აგენტმა, დანიელე კონტემ:

„ანტონიო ამჟამად შვებულებაშია და „რეალიდან“ არანაირი სატელოფონო ზარი არ ყოფილა. რა თქმა უნდა, შეგვიძლია ვთქვათ, რომ „რეალი“ დიდებული გუნდია, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენს შორის კონტაქტი არ ყოფილა“, - განაცხადა დანიელე კონტემ.

შეგახსენებთ, რომ კონტე ბოლოს ლონდონის „ჩელსიში“ მუშაობდა, ხოლო ლოპეტეგი შესაძლოა კვირას დაითხოვონ. იმ შემთხვევაში თუ „რეალი“ „ბარსელონასთან“ წააგებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.116091