ჭადრაკი

14:51 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პეტრიაშვილი ლიდერთა ჯგუფშია

ბერძნულ პორტო კარასში მიმდინარე ახალგაზრდულ ევროპის ჩემპიონატზე წარმატებულად ირჯება ნიკოლოზ პეტრიაშვილი (2343). ქართველმა მოჭადრაკემ 16-წლამდე ვაჟთა შეჯიბრის მე-6 ტურში თეთრი ფიგურებით ნორვეგიელი ტორ ფრედრიკ კაასენი (2388) დაამარცხა და 5.0 ქულა მოაგროვა.

პეტრიაშვილი დამატებითი მაჩვენებლებით მეორე-მეხუთე ადგილებს იყოფს და მხოლოდ ნახევარი ქულით ჩამორჩება ერთპიროვნულ ლიდერ შანტ სარგსიანს (2463). მომდევნო მე-7 ტურში ნიკოლოზი შავებით კიდევ ერთ სომეხ არტურ დავთიანს (2373) ეთამაშება.
ამავე ასაკის გოგონათა შორის 3.0 ქულით 45-ე პოზიციაზე იმყოფება თამარ ესაძე (1911).
14-წლამდე ვაჟებში 4.5 ქულით მეექვსე-მეჩვიდმეტე ადგილებს ინაწილებს ნიკოლოზ კაჭარავა (2373), გიორგი ნაყოფია (1857) კი 3.5 ქულით 57-ეა. 14-წლამდე გოგონებში დიანა ლომაიას (1876) 3.5 ქულით 45-ე საფეხური უკავია.
18-წლამდე ვაჟებში ნიკოლოზ ცომაია (2201) 3.5 ქულით 32-ეა. ასეთივე მონაგარი აქვს და 18-წლამდე გოგონებში 27-ე გახლავთ მარიამ ჯანაშვილი (2081).

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.118883