ჭადრაკი

13:44 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭადრაკეთა იდენტური მონაგარი

ბრიტანულ კუნძულ მენზე მიმდინარე საერთაშორისო საჭადრაკო ტურნირზე მე-5 ტურის პარტიები დასრულდა. გასულ ტურში ქართველმა მოჭადრაკეებმა შავი ფიგურებით გერმანელ მეტოქეებთან ითამაშეს.

სოფიკო გურამიშვილი (2378) მარტინ ზუმსანდეს (2492) დაუზავდა, ხოლო ნინო ბაციაშვილი (2482) – ჯოზეფინ ჰეინემანს (2308). ქართველებს აქტივში 2.5-2.5 ქულა აქვთ, დამატებითი მაჩვენებლებით კი, ბაციაშვილი 79-ეა, ხოლო გურამიშვილი – 95-ე.
მომდევნო მე-6 ტურში ქართველები თეთრებით ითამაშებენ: ბაციაშვილი გერმანელ მელანი ლუბეს (2359) გაეჯიბრება, გურამიშვილი კი – ინგლისელ დენიელ გორმალის (2482).
ამ დროისთვის, მენის ტურნირზე 4 მოჭადრაკე ლიდერობს. ჩინელ ჰაო ვანგს (2722), აზერბაიჯანელ არკადი ნაიდიჩს (2721), ამერიკელ ჯეფრი ქსიონგსა (2656) და ინდოელ აბიჯეეტ გუპტას (2588) 4.5-4.5 ქულა აქვთ.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.114104