ფეხბურთი

3:36 | 25.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

შეუჩერებელი "დორტმუნდი", შესანიშნავი "ნაპოლი" და ეფექტური "ბარსა" (+VIDEO)

კატალონიის „ბარსელონა“ და დორტმუნდის „ბორუსია“ ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალთან ძალიან ახლოს არიან. საერთოდაც, სამი ტურის თავზე ხსენებული გუნდები უდანაკარგოდ თამაშობენ (ასევე „იუვენტუსიც“). პარიზში, „ნაპოლის“ ძალიან ცოტა დააკლდა პსჟ-ს დასამარცხებლად, ხოლო საბა კვირკველია VIDEO გააძევეს.

A ჯგუფი

ამ ჯგუფში აქამდეც ყველაფერი ნათელი იყო. „დორტმუნდი“ და „ატლეტიკო“ პირველი ადგილისთვის, ხოლო „მონაკო“ და „ბრიუგე“ ევროპა ლიგის საგზურისთვის იბრძვიან. შესაბამისად, ამ გუნდთან უშუალო დაპირისპირებას ბევრი რამ უნდა გაერკვია.

ლუსიენ ფავრის „დორტმუნდი“ უბრალოდ ფანტასტიკურ ფორმაშია და ასე თუ გააგრძელებს, არამარტო ბუნდესლიგაში, ჩემპიონთა ლიგაზეც ანგარიშგასაწევი ძალა იქნება. „სიგნალ იდუნა პარკზე“ მორიგი წარმოდგენა დაიდგა. თანაც, ვისთან?! დიეგო სიმეონეს „ატლეტიკო“ დაცვაში გამართული თამაშით რომ სახელგანთქმულია, მგონი ამას საუბაიც არ სჭირდება, მაგრამ გერმანელებმა ეს არ შეიმჩნიეს.

„როხიბლანკოს“ დაცვა მეტწილად მეორე ტაიმში უბრალოდ გამქრალი იყო მოედნიდან და შედეგად, „ბორუსიამ“ გაილაღა - 4:0. დუბლით გამოირჩა რაფაელ გერეირო, გაიტანა სადებიუტო გოლი ლიგაზე თინეიჯერმა ჯეიდონ სანჩომ, ხოლო აჩრაფ ჰაკიმიმ საოცარი თამაში ჩაატარა. ისევე, როგორც მთლიანად „დორტმუნდმა“ და პირველი ადგილისკენ ძალზე დიდი ნაბიჯი გადადგა.

აი, აუტსაიდერთა ჯახში ფრე დაფიქსირდა. ტიერი ანრი მთავარი მწვრთნელის რანგში ჯერაც სადებიუტო გამარჯვების მოლოდინშია, ხოლო მისი „მონაკო“ ბელგიაში „ბრიუგესთან“ დაზავდა და შინ ეცდება, რომ საპატიო მესამე ადგილს მაინც შესწვდეს.

“ბრიუგე“ - “მონაკო“ 1:1 (1:1) VIDEO

ბრიუგე, „იან ბრეიდელი“

მაყურებელი: 23 957

“ბრიუგე“ (3-5-2): ლეტიცა; პულანი, მიჩელე, დენსვილი; ვლეტინკი (მატა 83), ვორმერი, ნაკამბა, ვანაკენი, ბონავენტურე (დიატა 90); რეზაეი (ოპენდა 80), ვესლი

მწვრთნელი: ივან ლეკო

„მონაკო“ (3-4-3): ბადიაშილე; რაჯი, გლიკი, ჟემერსონი; სიდიბე (ჰენრიხსი 64), ბენასერი, ტილემანსი, შადლი; იოვეტიჩი (დიოპი 12, აჰოლუ 73)), სილა, გოლოვინი

მწვრთნელი: ტიერი ანრი

გოლები: 0:1 სილა (32), 1:1 ვესლი (40)

გაფრთხილება: ნაკამბა (64), ვესლი (85), ბონავენტურე (89) - სიდიბე (43), ჟემერსონი (58)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 55%-45% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 6:4

მსაჯი: მაიკლ ოლივერი (ინგლისი)

„დორტმუნდი“ – „ატლეტიკო“ 4:0 (1:0) VIDEO

დორტმუნდი, „სიგნალ იდუნა პარკი“

მაყურებელი: 66 099

„დორტმუნდი“ (4-2-3-1): ბიურკი; პიშჩეკი, დიალო, ზაგადუ, ჰაკიმი; დელანი (დაუდი 35), ვიტსელი; პულიშიჩი (სანჩო 79), გიოტცე, ლარსენი (გერეირო 63); როისი

მწვრთნელი: ლუსიენ ფავრი

„ატლეტიკო“ (4-4-2): ობლაკი; ხუანფრანი, გოდინი, ლუკას ერნანდესი, ფილიპე ლუისი; ლემარი, კოკე, ტომას პარტეი (როდრი 46), საულ ნიგეზი (კორეა 70); დიეგო კოშტა, გრიზმანი

მწვრთნელი: დიეგო სიმეონე

გოლები: 1:0 ვიტსელი (38), 2:0 გერეირო (73), 3:0 სანჩო (84), 4:0 გერეირო (89)

გაფრთხილება: დიალო (13), ზაგადუ (90) - ტომას პარტეი (35), ლემარი (45), ფილიპე ლუისი (82), დიეგო კოშტა (87), კორეა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 48%-52% კუთხურები: 4:5 თამაშგარე: 0:2

მსაჯი: ენტონი ტეილორი (ინგლისი)

B ჯგუფი

კატალონიის „ბარსელონამ“ ლიონელ მესის არყოფნა არც დაიტყო. „ბლაუგრანამ“ მილანის „ინტერი“ ძალიან ადვილად დაამრცხა - 2:0. ლუჩანო სპალეტიმ ნამატჩევს თქვა, რომ მისი გუნდისგან სხვა თამაშს ელოდებოდა და იმედი გაუცრუვდა. რომ არა, სამირ ჰანდანოვიჩი, სხვაობა გაცილებით დიდი იქნებოდა. მაგრამ სლოვენიელმა ფანტასტიკური მატჩი ჩაატარა. უბრალოდ, ორჯერ ისიც უძლური აღმოჩნდა და გაუშვა. ჯერ ყოფილი თანაგუნდელისგან, რაფინიასგან, რომელიც შარშან „ინტერში“ ირჯებოდა. ბრაზილიელმა გაიტანა, გოლი არ აღნიშნა და ჰანდანოვიჩის წვენიც დალია. სახალისო მომენტი იყო. „ბარსამ“ კი მეორე ტაიმში უფრო ფეერიული თამაში აჩვენა და არაერთი დასამახსოვრებელი ეპიზოდიც შექმნა. უბრალოდ ერთხელ გაიტანა, როდესაც კარგი კომბინაცია ჟორდი ალბამ დააგვირგვინა.

კატალონელებს 9 ქულა აქვთ და ცალი ფეხით (მეტით თუ არა, პლეი-ოფში არიან). დიდად გულდაწყვეტილი არც „ინტერი“ უნდა იყოს მარცხით, რადგან პსვ ეინდჰოვენმა კარგი საჩუქარი გაუკეთა, რომელმაც „ტოტენჰემს“ ქულები დააკარგვინა. „მამლებს“ აუცილებლად უნდა მოეგოთ „ფილიპს არენაზე“, იგივე მიზანი პრინციპში მასპინძელსაც ჰქონდა. თუმცა, „ტოტენჰემის“ შანსი უფრო ფასობდა. მაურისიო პოჩეტინოს გუნდს ბევრი საგოლე მომენტიც ჰქონდა, მაგრამ 2 გოლს დასჯერდა, საპასუხოდაც ამდენი გაუშვა. 79-ე წუთზე, ძალზე დაუფიქრებლად ითამაშა უგო ლორისმა, რომელიც საჯარიმოდან გამოვიდა და თამაშის წესი დაარღვია. ფრანგი გააძევეს. საერთოდ, ლორისი მიმდინარე სეზონში საკუთარ თავს არ გავს. კაცნაკლულმა „დეზებმა“ კი ვერ გაძლეს და ლუკ დე იონგისგან ბოლოსკენ გაუშვეს. შედეგად, ორივე გუნდს თითო ქულა აქვს და წინ „ინტერია“, რომლის მონაგარი 6 ქულაა. თავად განსაჯეთ, ვის, რა შანსი აქვს, რომ მერვედფინალში ითამაშოს.

პსვ ეინდჰოვენი - „ტოტენჰემი“ 2:2 (1:1) VIDEO

ეინდჰოვენი, „ფილიპს არენა“

მაყურებელი: 35 000

პსვ ეინდჰოვენი (4-3-3): ზუტი; დუმფრისი, შვააბი, ვიერგვარი, ანგელინო; როზარიო, პერეირო (გაკპო 83), ჰენდრიქსი; ლოსანო, დე იონგი, მალენი

მწვრთნელი: მარკ ვან ბომელი

„ტოტენჰემი“ (4-2-3-1): ლორისი; ტრიპიერი, ალდერვეირელდი, სანჩესი, დევისი; დემბელე (ვინკსი 74), დაიერი; ლუკას მოურა (ლამელა 64), ერიკსენი, სონი (ვორმი 81); კეინი

მწვრთნელი: მაურისიო პოჩეტინო

გოლები: 1:0 ლოსანო (30), 1:1 ლუკას მოურა (39), 1:2 კეინი (55), 2:2 დე იონგი (87)

გაფრთხილება: ანგელინო (59), დუმფრისი (90) - დემბელე (20)

გაძევება: ლორისი (79)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 18 (9) ბურთის ფლობა: 35%-65% კუთხურები: 1:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: სლავკო ვინჩიჩი (სლოვენია)

„ბარსელონა“ – „ინტერი“ 2:0 (1:0) VIDEO

ბარსელონა, „კამპ ნოუ“

მაყურებელი: 82 290

„ბარსელონა“ (4-3-3): ტერ შტეგენი; სერხი რობერტო, პიკე, ლენგლე, ალბა; რაკიტიჩი, ბუსკეტსი, არტური (ვიდალი 78); რაფინია (სემედუ 72), სუარესი, კოუტინიო (მუნირი 88)

მწვრთნელი: ერნესტო ვალვერდე

„ინტერი“ (4-2-3-1): ჰანდანოვიჩი; დ’ამბროზიო, შკინიარი, მირანდა, ასამოა; ვესინო, ბროჟოვიჩი; კანდრევა (პოლიტანო 46), ბორხა ვალერო (ლაუტარო მარტინესი 63), პერიშიჩი (კეიტა 77); იკარდი

მწვრთნელი: ლუჩანო სპალეტი

გოლები: 1:0 რაფინია (32), 2:0 ალბა (82)

გაფრთხილება: სუარესი (62) - ბროჟოვიჩი (73), შკრინიარი (74), ლაუტარო მარტინესი (85)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 15 (11) – 8 (3) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 9:3 თამაშგარე: 4:0

მსაჯი: ოვიდიუ ჰატეგანი (რუმინეთი)

C ჯგუფი

ყველაზე დაძაბული ვითარება სხვა დანარჩენ 7 ჯგუფთან შედარებით C ჯგუფშია. სამი გუნდი აცხადებს პრეტენზიას და ვერავინ იტყვის, რომ ვინმეს მეტი შანსი აქვს და ვინმეს - ნაკლები. კი ბატონო, „ცრვენა ზვეზდა“ გამოკვეთილი აუტსაიდერია, მაგრამ ეს თავიდანვე ვიცოდით.

სერბეთის ჩემპიონი „ენფილდ როუდზე“ ეწვია და 90 წუთი ირბინა. ფეხბურთი ბუნებრივია მასპინძელმა ითამაშა და 4:0 გაიმარჯვა.

ამაზე გაცილებით დიდი ამბები ხდებოდა პარიზში. რომ არა 2 წუთი ან რომ არა, პირველ ტურში „ცრვენა ზვეზდასთან“ დაკარგული მოულოდნელი ორი ქულა, ვინძლო ახლა პსჟ ჯგუფში ჩარჩენილი ყოფილიყო. ფრანგები ფავორიტად ითვლებიან, მაგრამ ბეწვის ხიდზე არიან. აი, „ნაპოლიმ“ დაკარგა ბერლგადში ქულები და მაშინ ყველამ ჩამოწერა. შემდეგ, კარლო ანჩელოტის გუნდმა „ლივერპულს“ მოუგო შინ, ხოლო ახლა პსჟ-ს გასვლაზე ქულა წაართვა. უფრო სწორად, ფრანგებმა წაართვეს ქულა. იტალიურმა გუნდმა საოცარი ფეხბურთი აჩვენა მრისხანე მეტოქის წინააღმდეგ და ლორენცო ინსინიეს დიდებული გოლით ტაიმიც მოიგო. მეორე ნახევარში მარიო რუის ავტოგოლით აღდგა წონასწორობა, მაგრამ დრის მერტენსმა ისევ წინ გაიყვანა „ნაპოლი“.

შეხვედრა ისე მოდიოდა, რომ იტალიელები შინ სამი ქულით დაბრუნდებოდნენ და ასეთ შემთხვევაში, პსჟ-სთან სხვაობა 4 ქულა იქნებოდა, რაც ფაქტობრივად იმის გარანტია იყო, რომ ნეაპოლელები პლეი-ოფში გავიდოდნენ. თუმცა, მსაჯმა შეხვედრას 5 წუთი დაამატა და მესამე დამატებულ წუთზე, ანხელ დი მარიამ ულამაზესი გოლით ტომას ტუხელის გუნდმა ქულა გადაარჩინა. შედეგად, ძალზე დაძაბული ვითარება შეიქმნა და წინ მაგარი თამაშები გველოდება.

„ლივერპულს“ 6 ქულა აქვს, „ნაპოლის“ 5, ხოლო პსჟ-ს - 4. მომდევნო ტურში ფრანგები ნეაპოლში ჩადიან და წაგების შემთხვევაში ფაქტობრივად უშანსოდ რჩებიან. ასე რომ...

„ლივერპული“ – „ცრვენა ზვეზდა“ 4:0 (2:0) VIDEO

ლივერპული, „ენფილდ როუდი“

მაყურებელი: 43 024

„ლივერპული“ (4-3-3): ალისონი; ალექსანდერ-არნოლდი, გომესი, ვან დეიკი, რობერტსონი (მორენო 82); შაქირი (ლალანა 68), ფაბინიო, ვეინალდუმი; სალაჰი (სტარიჯი 73), ფირმინო, მანე

მწვრთნელი: იურგენ კლოპი

„ცრვენა ზვეზდა“ (4-2-3-1): ბორიანი; სტოიკოვიჩი, ბაბიჩი, დეგენეკი, გობელიჩი; კრსტიჩიჩი, იოვიჩიჩი (კაუსიჩი 75); სრნიჩი, ებესილიო (იოვანჩიჩი 65), ბენ ნაბუანე (შიმიჩი 80); ბოაჩი

მწვრთნელი: ვლადან მილოევიჩი

გოლები: 1:0 ფირმინო (20), 2:0 სალაჰი (45), 3:0 სალაჰი (51, პენ), 4:0 მანე (80)

გაფრთხილება: სტოიკოვიჩი (50), კრსტიჩიჩი (55), იოვიჩიჩი (74), იოვანჩიჩი (86), გობელიჩი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (12) – 3 (0) ბურთის ფლობა: 61%-39% კუთხურები: 4:1 თამაშგარე: 4:2

მსაჯი: დანიელ შიბერტი (გერმანია)

„პარი სენ ჟერმენი“ – „ნაპოლი“ 2:2 (0:1) VIDEO

პარიზი, „პარკ დე პრენსი“

მაყურებელი: 46 274

„პარი სენ ჟერმენი“ (4-2-3-1): არეოლა; მუნიე, კიმპემბე, მარკინიოსი, ბერნატი (კეჰრერი 46); ვერატი (დიაბი 83), რაბიო; მბაპე, ნეიმარი, დი მარია; კავანი (დრაქსლერი 76)

მწვრთნელი: ტომას ტუხელი

„ნაპოლი“ (4-3-3): ოსპინა; მაკსიმოვიჩი, ალბიოლი, კულიბალი, მარიო რუი; ალანი, ჰამშიკი, ფაბიან რუისი; კალეხონი (როგი 88), მერტენსი (მილიკი 84), ინსინიე (ზიელინსკი 53)

მწვრთნელი: კარლო ანჩელოტი

გოლები: 0:1 ინსინიე (29), 1:1 მარიო რუი (61, ა.გ), 1:2 მერტენსი (77), 2:2 დი მარია (90)

გაფრთხილება: მარკინიოსი (5), დრაქსლერი (90) - მერტენსი (9), მარიო რუი (33), კალეხონი (81), მაკსიმოვიჩი (86), ოსპინა (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 11 (6) – 13 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 6:2 თამაშგარე: 4:3

მსაჯი: ფელიქს ცვაიერი (გერმანია)

D ჯგუფი

ალბათ არავინ გვიწყენს თუ ვიტყვით, რომ მიმდინარე სეზონში ყველაზე უინტერესო ჯგუფია. ეს თამაშებსაც ეტყობა. სტამბოლში, „გალათასარაი“ და „შალკე“ უგოლოდ დასცილდნენ ერთმანეთს, რაც უფრო გერმანელებს აწყობდათ.

აი, მოსკოვში, „ლოკომოტივს“ ბოლო შანსი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. ვერ გამოიყენა ბევრი საგოლე მომენტიც და მათ შორის პენალტი მე-10 წუთზე, როცა ანგარიში გახსნილი არ იყო. იკერ კასილიასმა შეუდარებლად ითამაშა ამ შეხვედრაში. „პორტუმ“ კი კლასისა და მეტი გამოცდილების ხარჯზე აჯობა რუსეთის ჩემპიონს. საბა კვირკველია ისევ იყო ძირითად შემადგენლობაში. ცუდად არ უთამაშია ჩვენებურს, მაგრამ 76-ე წუთზე უხეშად შეცდა, რაც წითელი ბარათის ფასად დაუჯდა. ეს ცუდია, რადგან „ლოკომოტივის“ დღეები ჩემპიონთა ლიგაზე ისედაც დათვლილია და ჩვენებური „დრაგაუზე“ მატჩს გამოტოვებს.

ჯგუფს „პორტუ“ ლიდერობს და ალბათ არ გაუჭირდება მერვედფინალში გასვლა, ხოლო მეორე ადგილისთვის „შალკე“ და „გალათასარაი“ იბრძვიან.

„გალათასარაი“ – „შალკე“ 0:0 (0:0) VIDEO

სტამბული, „ტურკ ტელეკომ არენა“

მაყურებელი: 46 667

„გალათასარაი“ (4-3-3): მუსლერა; ლინესი, მაიკონი, კაბაკი, ნაგატომო (ბაირამი 82); ბელანდა, დონკი, ნდიაიე; გუმუში (სელჩუკ ინანი 61), დერდიოკი (ჩელიკი 70), როდრიგესი

მწვრთნელი: ფათიჰ თერიმი

„შალკე“ (4-2-3-1): ნიუბელი; კალიჯური, სანე, ნასტასიჩი, ნემდილი; რუდი, სტამბული, უტი (ბურგშტალერი 90), სერდარი, კონოპლიანკ (სკრჟიბსკი 77)ა; ემბოლო (მაკკენი 82)

მწვრთნელი: დომენიკო ტედესკო

გაფრთხილება: ნაგატომო (52), ლინესი (60), ბელანდა (90) - ემბოლო (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 9 (3) – 9 (6) ბურთის ფლობა: 56%-44% კუთხურები: 6:6 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: ბენუა ბასტიენი (საფრანგეთი)

„ლოკომოტივი“ – „პორტუ“ 1:3 (1:2) VIDEO

მოსკოვი, RZD არენა

მაყურებელი: 20 000

„ლოკომოტივი“ (3-5-2): გილერმე; იგნატიევი, კვირკველია, ჰიოვედესი; ანტონ მირანჩუკი, დენისოვი, კრიხოვიაკი, ბარინოვი, ფერნანდეში; ალექსეი მირანჩუკი, ედერი

მწვრთნელი: იური სიომინი

„პორტუ“ (4-3-3): კასილიასი; მაქსი პერეირა, მილიტაო, ფელიპე, ალექს ტელეში; ტორესი (ბაზური (83), დანილო, ერერა; კორონა (პერეირა 69), მარეგა, ბრაჰიმი (ლოპესი 82)

მწვრთნელი: სერჟიუ კონსეისაუ

გოლები: 0:1 მარეგა (26, პენ), 0:2 ერერა (35), 1:2 ანტონ მირანჩუკი (38), 1:3 კორონა (47)

გაფრთხილება: ედერი (25), ბარინოვი (50), იგნატიევი (84) - ტორესი (27), კორონა (59)

გაძევება: კვირკველია (76)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (5) – 10 (5) ბურთის ფლობა: 39%-61% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 2:2

მსაჯი: რობერტ მადენი (შოტლანდია)

0.135112