ფეხბურთი

19:38 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

კრიშტიანუ ფერგიუსონს: "ძალიან ბევრი მასწავლეთ"

ტურინის „იუვენტუსის“ თავდამსხმელი კრიშტინუ რონალდუ სერ ალექს ფერგიუსონს შეხვდა. პორტუგალიელმა ყოფილ მწვრთნელზე სოციალური ქსელის მეშვეობით თბილი სიტყვები არ დაიშურა.

„დიდებული მწვრთნელი, მაგრამ განსაკუთრებით, საოცარი ადამიანი. ძალიან ბევრი ვისწავლე თქვენგან, როგორც მოედანზე, ისე მის მიღმა. ფანტასტიკური იყო თქვენი ნახვა შესანიშნავ ფორმაში, ბოს!“, - დაწერა რონალდუმ.

შეგახსენებთ, რომ რონალდუს ფერგიუსონი 2003-2009 წლებში ავარჯიშებდა და მისი კარიერის განვითარებაში დიდი წვლილიც მიუძღვის.

0.110675