ჭიდაობა

14:03 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ქართველ მოჭიდავეთა გუნდური მე-3 ადგილი

უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში გამართულ მსოფლიოს 2018 წლის ჩემპიონატზე საქართველოს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა მე-3 გუნდური ადგილი დაიკავა.

შეგახსენებთ, რომ გიორგი იანტბელიძის შეგირდთაგან კვარცხლბეკზე ასვლა ოთხმა მოახერხა. მსოფლიო პირველობა ზედიზედ მეორედ მოიგო გენო პეტრიაშვილმა (125 კგ.), ავთანდილ კენჭაძე (74 კგ.) ფინალში დამარცხდა, ზურაბ იაკობიშვილმა (70 კგ.) და ელიზბარ ოდიკაძემ (97 კგ.) კი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.
საბოლოო ჯამში, საქართველოს ნაკრებმა 105 ქულა მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა, საუკეთესო შედეგი რუსეთს (178) ჰქონდა, მეორე კი აშშ (150) გახლდათ.

0.14345