ფეხბურთი

12:29 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

რობენი: „საბერძნეთში თამაში ძნელი იყო, მაგრამ მაინც გავიმარჯვეთ“

მიუნხენის „ბაიერნის“ ჰოლანდიელმა ნახევარმცველმა, არიენ რობენმა ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურში, ათენის აეკ-თან გამარჯვების შემდეგ (2:0), ჟურნალისტებს უთხრა, რომ კმაყოფილია თავისი გუნდის გარჯით.

„ათენში თამაში ყოველთვის ძნელია, მაგრამ ეს გასამართლებელი მიზეზი არ არის. პირველ ტაიმშიც კარგად ვითამაშეთ, მაგრამ რამდენიმე ხელსაყრელი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. ბოლო პასის პრობლემაც გვქონდა.

მწვრთნელმა გვითხრა, მეორე ტაიმში ბერძნები დაიღლებიანო და ასეც მოხდა. თუმცა, შესვენების შემდეგაც იყო მომენტი, როცა მასპინძლებმა იმძლავრეს. მარტინესის გოლის შემდეგ ამოვისუნთქეთ, რასაც ორიოდ წუთში ლევანდოვსკის მეორე გოლიც მოჰყვა.“ - განაცხადა რობენმა.

3 ტურის შემდეგ, E ჯგუფში 7-7 ქულით „ბაიერნი“ და „აიაქსი“ პირველ-მეორე ადგილებს იყოფენ, „ბენფიკას 3 ქულა აქვს, აეკ-ს არცერთი.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.11469