ფეხბურთი

3:43 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

მოურინიო: "კიელინი და ბონუჩი ჰარვარდში უნდა ასწავლიდნენ"

"მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარმა მწვრთნელმა ჟოზე მოურინიომ "იუვენტუსთან" დამარცხების შემდეგ კომენტარი გააკეთა. "განსაკუთრებულის" განცხადებით, მისი გუნდი ჩემპიონთა ლიგის გამორჩეულ ფავორიტთან დამარცხდა და ახლა მეორე ადგილისთვის იბრძოლებს.

გარდა ამისა, ჟოზემ ტურინელთა მცველები, კერძოდ, ჯორჯო კიელინი და ლეონარდო ბონუჩი შეაქო:

„ჩვენ ვითამაშეთ ჩემპიონთა ლიგის მოგების ერთ-ერთ მთავარ ფავორიტთან. გვქონდა შანსი განსხვავებული შედეგი მიგვეღო მეორე ტაიმიდან გამომდინარე.

ვფიქრობ, ბატონმა ბონუჩიმ და ბატონმა კიელინიმ ჰარვარდში ლექციები უნდა ჩაატარონ დაცვაში თამაშის შესახებ. ისინი ნამდვილად ფანტასტიკური მცველები არიან. „იუვენტუსმა“ ხარისხი აჩვენა და პირველ ტაიმში დომინირებდა.

ჩვენ იგივე ფეხბურთელებით ვითამაშეთ, რომლებიც „ჩელსისთან“ გვყავდა. სათადარიგო სკამდე ფელაინიც არ იყო, რომ თამაში შემეცვალა. შანსი გვაქვს და „ვალენსიასთან“ მეორე ადგილისთვის ვიბრძოლებთ. „იუვენტუსმა“ დამსახურებულად გაიმარჯვა.

ტურინელი ფანები? რა თქმა უნდა, მათ არ ვუყვარვარ, რადგან „ინტერს“ ტრიპლიტი მოვიგებინე. პერსონალურად ანიელისთან, „იუვესთან“ და მის ხელმძღვანელობასთან პრობლემა არ მაქვს“, - აღნიშნა მოურინიომ.

აქვე გეტყვით, რომ H ჯგუფს სამი ტურის შემდეგ "იუვეტუსი" 9 ქულით ლიდერობს, "მანჩესტერს" 4 ქულა აქვს, "ვალენსიას" ორი, ხოლო ბოლო ადგილზე "იანგ ბოიზია" 1 ქულით.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115049