ფეხბურთი

23:10 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ვალვერდე: "მესის გარეშე რთული იქნება, მაგრამ გამკლავება შეგვიძლია"

კატალონიის „ბარსელონას“ მთავარი მწვრთნელი ერნესტო ვალვერდე მიიჩნევს, რომ ლიონელ მესის გარეშე მის გუნდს გაუჭირდება, მაგრამ თამაში შეუძლია.

ესპანელი სპეციალისტი „ინტერს“ სახიფათო მეტოქედ მიიჩნევს:

„უნდა ვითამაშოთ გუნდის წინააღმდეგ, რომელმაც თავისი ფორმის პიკს მიაღწია. გარდა ამისა, „ინტერი“ არის გუნდი, რომელიც არასდროს ნებდება და ბოლო პერიოდში რამდენიმე თამაში მოიგო უკანასკნელ წუთებში.

ეს ლიდერთა მატჩია და გამარჯვებული პლეი-ოფისკენ დიდ ნაბიჯს გადადგამს. სამწუხაროა, რომ მესი ვერ დაგვეხმარება. მის გარეშე რთული იქნება, მაგრამ ვიბრძოლებთ. ლიდერი გვაკლია, თუმცა, გვყავს გუნდი. არიან ფეხბურთელები, რომელთაც სხვა და სხვა პოზიციებზე შეუძლიათ თამაში“, - განაცხადა ვალვერდემ.

შეგახსენებთ, „ბარსელონა“ მილანის „ინტერს“ 24 ოქტომბერს უმასპინძლებს.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.115822