ფეხბურთი

3:10 | 24.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

"იუვემ" "ოლდ ტრაფორდიდან" პლეი-ოფი დაინახა, "რეალმა" ერთი თვის შემდეგ მოგებას გემო გაუსინჯა (+VIDEO)

„ოცნების თეატრში“ არ შედგა საოცნებო თამაში. ერთი გუნდი სცდილობდა ეთამაშა, მეორე ხელს უშლიდა და შეიძლება ითქვას, შეუშალა კიდეც. საბოლოოდ, „იუვენტუსმა“ ძალიან ცუდი „მანჩესტერი“ მაინც დაამარცხა. როგორც იქნა, მოიგო „რეალმა“, რომელმაც ჩეხეთის ჩემპიონ „პლზენთან“ დაასრულა წარუმატებელი სერია.

E ჯგუფი

მიუნხენის „ბაიერნმა“ და „აიაქსმა“ დიდი ნაბიჯი გადადგეს პლეი-ოფისკენ. ნიკო კოვაჩის გუნდი სანაკრებო პაუზის შემდეგ ფერზე მოდის და უკვე ზედიზედ მეორე თამაში მოიგო. „რეკორდმაისტერი“ ათენში ჩავიდა, სადაც გამოკვეთილი აუტსაიდერი აეკ-ი დაამარცხა. არადა, ბერძნები კარგა ხანს უძალიანდებოდნენ მრისხანე მეტოქეს. ეგაა, მეორე ტაიმის შუაწელს კონცენტრაცია დაკარგეს და ორ წუთში ორი გოლი გაუშვეს.

ზეიმი იყო ამსტერდამში. „აიაქსმა“ ხომ დიდი ალბათობით უშუალო კონკურენტი „ბენფიკა“ დაამარცხა და დამარცხებასაც ხომ გააჩნია?! ბოლო წუთზე, დრამატულ ბრძოლაში. ვინძლო საპლეი-ოფო გოლი მარჯვენა მცველმა მაზრაუიმ გაიტანა, რომელსაც გაუმართლა, რადგან მცველს მოხვდა ბურთი და მეკარემ ვეღარაფერი გააწყო. „აიაქსი“ დაუმარცხებელია და ლისაბონელებთან უკვე 4-ქულიან უპირატესობას ფლობს.

ჰოლანდიელთა დარად 7 ქულა აქვს „ბაიერნს“, ხოლო აეკ-ის შანსი ფაქტობრივად მოისპო - უქულოდაა სამი ტურის თავზე.

აეკ - „ბაიერნი“ 0:2 (0:0) VIDEO

ათენი, ოლიმპიური სტადიონი

მაყურებელი: 61 221

აეკ (4-2-3-1): ბარკასი; ბაკაკისი, ლამპროპულოსი, ჩიგრინსკი, ჰულტი; იალანოპულოსი (გალო 85), სიმოესი; ბაკასეტასი, კლონარიდისი (ბოიე 65), მანტალოსი (ალეფი 76); პონსე

მწვრთნელი: მარინოს უზუნიდისი

„ბაიერნი“ (4-3-3): ნოიერი; კიმიხი, ზულე, ჰუმელსი, რაფინია; ხამესი (გორეცკა 63), ხავი მარტინესი, ტიაგო ალკანტარა; რობენი, ლევანდოვსკი (სანდრო ვაგნერი 84), გნაბრი (მიულერი 75)

მწვრთნელი: ნიკო კოვაჩი

გოლები: 0:1 ხავი მარტინესი (62), 0:2 ლევანდოვსკი (64)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 6 (1) – 14 (7) ბურთის ფლობა: 36%-64% კუთხურები: 1:10 თამაშგარე: 0:1

მსაჯი: ალექსეი კულბაკოვი (ბელარუსი)

„აიაქსი“ – „ბენფიკა“ 1:0 (0:0) VIDEO

ამსტერდამი, „იოჰან კრუიფ არენა“

მაყურებელი: 53 379

„აიაქსი“ (4-3-3): ონანა; მაზრაუი, დე ლიგტი, ბლინდი, ტალიაფიკო; ვან დე ბეკი (88), შონე, დე იონგი; ზიეჩი, დოლბერგი, ტადიჩი

მწვრთნელი: ერიკ ტენ ჰაგი

„ბენფიკა“ (4-3-3): ვლაჩოდიმოსი; ანდრე ალმეიდა, კონტი, ჟარდელი, გრიმალდო; პიცი (გაბრიელი 79), ფეისა, გედსონ ფერნანდეში; სალვიო, სეფეროვიჩი, რაფა სილვა (სერვი 90)

მწვრთნელი: რუი ვიტორია

გოლი: 1:0 მაზრაუი (90)

გაფრთხილება: მაზრაუი (22), ონანა (39), ტალიაფიკო (49) - ჟარდელი (9), კონტი (64), სალვიო (72), სეფეროვიჩი (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 13 (9) – 10 (3) ბურთის ფლობა: 58%-42% კუთხურები: 3:2 თამაშგარე: 3:0

მსაჯი: რუდი ბუკე (საფრანგეთი)

F ჯგუფი

პირველ ტურში მარცხის მიუხედავად, „მანჩესტერ სიტი“ უკვე გალიდერდა ჯგუფში. „ქალაქელებმა“ ხარკოვში „შახტარი“ ძალიან ადვილად და პრობლემების გარეშე დაამარცხეს - 3:0. პეპ გვარდიოლას გუნდმა მიმდინარე ჩემპიონთა ლიგაზე უდაოდ საუკეთესო თამაში აჩვენა და აშკარაა, რომ „სიტი“ ნელ-ნელა საშიში გუნდი ხდება.

გაცილებით დაძაბული და თანაბარი ბრძოლა იყო ზინსჰეიმში. „ჰოფენჰაიმი“ ისტორიაში პირველ გამარჯვებას ჩემპიონთა ლიგაზე „ლიონის“ წინააღმდეგ გეგმავდა, მაგრამ კოვზი ნაცარში ჩაუვარდა. აი, ფრანგები დაუმარცხებლები არიან. შეხვედრა კი მხიარული გამოდგა და გუნდებმა 3-3 გოლი გაცვალეს. „ოლიმპიკი“ უფრო ახლოს იყო მოგებასთან, მაგრამ გერმანული ხასიათი ჩაერთო საქმეში და იულიან ნაგელსმანის გუნდმა ქულა ბოლო წუთზე გატანილი გოლით გადაარჩინა.

„სიტი“ 6 ქულით ლიდერია და სავარაუდოდ ამ პოზიციას აღარც დათმობს. აი, მეორე ადგილისთვის ბრძოლა წინაა, რადგან „ლიონს“ 5 ქულა აქვს და „შახტარი“ და „ჰოფენჰაიმიც“ არ არიან უშანსოდ (2-2 ქულა).

„ჰოფენჰაიმი“ – „ლიონი“ 3:3 (1:1) VIDEO

ზინსჰეიმი, „ვირსოლ არენა“

მაყურებელი: 24 144

„ჰოფენჰაიმი“ (3-4-3): ბაუმანი; აკპოგუმა, ვოგტი, ბიჩაკჩიჩი (ნელსონი 73); კადერაბეკი, გრილიტში, დემირბაი, შულცი; შალაი (ჟოელინტონი 60), კრამარიჩი, ბელფოდილი (ცუბერი 80)

მწვრთნელი: იულიან ნაგელსმანი

„ლიონი“ (4-3-3): ლოპეში; მარსელო, დენაიერი, მენდი; ნდომბელე, ტუსარტი, ოუარი; ტრაორე (ჩეიკი 90), დეპაი (დემბელე 81), ტერიე (ფერი 82)

მწვრთნელი: ბრუნო ჟენეზიო

გოლები: 0:1 ტრაორე (27), 1:1 კრამარიჩი (33), 2:1 კრამარიჩი (47), 2:2 ალვარო (59), დეპაი (67), 2:3 ჟოელინტონი (90)

გაფრთხილება: დემირბაი (90) - ტეტე (86)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 10 (9) – 9 (5) ბურთის ფლობა: 53%-47% კუთხურები: 4:2 თამაშგარე: 5:2

მსაჯი: ალბერტო უნდიანო (ესპანეთი)

„შახტარი“ – „მანჩესტერ სიტი“ 0:3 (0:2) VIDEO

ხარკოვი, „მეტალისტ არენა“

მაყურებელი: 37 106

„შახტარი“ (4-2-3-1): პიატოვი; მატვიენკო, კრივცოვი, რაკიცკი, ისმაილი; სტეპანენკო, მაიკონი; ველინგტონ ნემი (ბოლბატი 69), კოვალენკო (ალან პატრიკი 62), ფერნანდო (დენტინიო 84); ჟუნიორ მორაეში

მწვრთნელი: პაულუ ფონსეკა

„მანჩესტერ სიტი“ (4-3-3): ედერსონი; სტოუნსი (უოლკერი 80), ოტამენდი, ლაპორტე, მენდი; დავიდ სილვა, ფერნანდინიო, დე ბრუინი (ბერნარდო სილვა 69); სტერლინგი, გაბრიელ ჟესუსი (ფოდენი 87), მაჰრეზი

მწვრთნელი: პეპ გვარდიოლა

გოლები: 0:1 დავიდ სილვა (30), 0:2 ლაპორტე (35), 0:3 ბერნარდო სილვა (71)

გაფრთხილება: კრივცოვი (87) - ოტამენდი (90)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 8 (2) – 19 (5) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:5 თამაშგარე: 1:4

მსაჯი: კარლოს დელ სერო (ესპანეთი)

G ჯგუფი

დასრულდა, მოუგებელი სერია დასრულდა. მადრიდის „რეალმა“ 5 თამაშის, 4 წაგებისა და ერთი თვის შემდეგ, როგორც იქნა სამი ქულა მოიპოვა. ხულენ ლოპეტეგიმ კი მინიმუმ „ელ კლასიკოს“ დასრულებამდე პოსტი შეინარჩუნა. „სამეფო კლუბის“ მეტოქე მოკრძალებული „პლზენი“ იყო და ანგარიშიც მოკრძალებული გამოდგა - 2:1.

გაიტანა კარიმ ბენზემამ, რომელიც ისტორიაში მე-3 ფეხბურთელი გახდა, რომელმაც ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ 14 სეზონის განმავლობაში მოახერხა გატანა. მეორე გოლი მარსელოს ანგარიშზეა. ჩეხებმა ბოლოს ერთი ბურთი გაქვითეს, მაგრამ ქულა ვერ გადაარჩინეს. თუმცა, „პლზენი“ ამითაც კმაყოფილი უნდა იყოს. „სანტიაგო ბერნაბეუზე“ გოლის გატანას ბევრი ნამდვილად ვერ ახერხებს...

აი, „რომა“ ჩემპიონთა ლიგაზე შიდა ჩემპიონატისგან განსხვავებით, მშვენივრად გამოიყურება. ეუსებიო დი ფრანჩესკოს გუნდმა წინა ტურში „რეალის“ მძლეველი ცსკა მიიღო და ისე აჯობა, არც შეიმჩნია მეტოქე. იტალიელთა უპირატესობა დიდი იყო და ანგარიშიც მოწმობს ამაზე - 3:0. მატჩის დაწყებამდე, რომის ინციდენტი მოხდა, რომის მეტროში ესკალატორი ჩამოინგრა და რუსული გუნდის ფანები დაშავდნენ. 20-ზე მეტი ადამიანი, ხოლო შვიდის მდგომარეობა მძიმეა...

„ჯალოროსისა“ და „სამეფო კლუბს“ 6-6 ქულა აქვთ, შანსი ცსკა-საც აქვს, რადგან ლიდერებს 2 ქულით ჩამორჩება.

„რეალი“ – „პლზენი“ 2:1 (1:0) VIDEO

მადრიდი, „სანტიაგო ბერნაბეუ“

მაყურებელი: 67 356

„რეალი“ (4-3-3): ნავასი; ვასკესი, რამოსი, ნაჩო, მარსელო; მოდრიჩი, კაზემირო, კროოსი; ბეილი (ასენსიო 75), ბენზემა (მარიანო დიასი 88), ისკო (ვალვერდე 54)

მწვრთნელი: ხულენ ლოპეტეგი

„პლზენი“ (4-2-3-1): ჰრუშკა; რეჟნიკი, ჰეიდა, ჰუბნიკი, ლიმბერსკი; პროჩაჟკა (ჰორავა 65), ჰროსოვსკი; ჰაველი (ეკპაი 76), ჩერნაკი, პეტრჟელა (რეჟნიჩეკი 86); კრმენჩიკი

მწვრთნელი: პაველ ვრბა

გოლები: 1:0 ბენზემა (11), 2:0 მარსელო (56) - ჰროსოვსკი (79)

გაფრთხილება: ისკო (32), კროოსი (59), რამოსი (90) - ლიმბერსკი (27)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 17 (7) – 9 (2) ბურთის ფლობა: 63%-37% კუთხურები: 12:2 თამაშგარე: 2:0

მსაჯი: ორელ გრინფელდი (ისრაელი)

„რომა“ - ცსკა 3:0 (2:0) VIDEO

რომი, „სტადიო ოლიმპიკო“

მაყურებელი: 46 005

„რომა“ (4-2-3-1): ოლსენი; ფლორენცი, მანოლასი, ფაციო, სანტონი; დე როსი (შიკი 81), ნზონზი; ჯენგიზ იუნდერი (კოლაროვი 73), პელეგრინი (კრისტანტე 68), ელ შაარავი; ჯეკო

მწვრთნელი: ეუსებიო დი ფრანჩესკო

ცსკა (5-4-1): პომაზუნი; მარიო ფერნანდესი, მაგნუსონი, ბეკაო, ჩერნოვი (ხოსონოვი 57), ნაბაბკინი; ობლიაკოვი (ძაგოევი 57(, სიგურდსონი, ახმეტოვი, ვლაშიჩი; ჩალოვი (ნიშიმურა 90)

მწვრთნელი: ვიქტორ გონჩარენკო

გოლები: 1:0 ჯეკო (30), 2:0 ჯეკო (43), 3:0 ჯენგიზ იუნდერი (50)

გაფრთხილება: ნაბაბკინი (72), სიგურდსონი (88)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 19 (13) – 8 (4) ბურთის ფლობა: 50%-50% კუთხურები: 5:10 თამაშგარე: 2:3

მსაჯი: ანასტასიოს სიდიროპულოსი (საბერძნეთი)

H ჯგუფი

„იუვენტუსი“ ფაქტობრივად პლეი-ოფშია. მასიმილიანო ალეგრის გუნდმა „ოლდ ტრაფორდზეც“ მოიგო და 9 ქულით ლიდერობს ქვეჯგუფს. „ოცნების თეატრში“ არ შედგა ისეთი წარმოდგენა, რომელსაც ველოდით. „იუვენტუსი“ პირველ ტაიმში ძალიან კარგი იყო და მეტოქე აშკარად დაჯაბნა. „იუვეს“ რამდენჯერმე შეეძლო გატანა, მაგრამ ერთ გოლს დასჯერდა, რომელიც პაულო დიბალას ანგარიშზეა. „მანიუ“ კი ხიფათს ვერაფრით ქმნიდა.

მეორე ტაიმში ინგლისელებმა სიტუაცია გამოსწორეს, მაგრამ არა იმ დოზით, რომ გოლი გაეტანათ. ამისთვის, ჟოზე მოურინიოს გუნდს ერთხელ მიეცა შანსი, მაგრამ პოლ პოგბამ ძელს მოარტყა. მთლიანობაში ტურინელთა უპირატესობა ეჭვს არ იწვევდა და თვით მოურინიომაც აღიარა, რომ მეტოქემ გამარჯვება დაიმსახურა. „ოლდ ტრაფორდზე“ კრიშტიანუ დაბრუნდა. გოლი ვერ გაიტანა, მაგრამ საგოლე შეტევაში ლომის წილი დაიდო. იქამდე, მოედანზე გულშემატკივარი შევარდა და მასთან სელფიც გადაიღო...

„იუვენტუსმა“ მანჩესტერში მეორედ მოიგო ისტორიაში, 20 წლის შემდეგ პირველად დაამარცხა „იუნაიტედი“, ხოლო საერთო ჯამში მეექვსედ. სხვათა შორის, ტურინელებმა 2018 წელს ისეთ ლეგენდარულ სტადიონებზე მოახერხეს გამარჯვება, როგორებიც „უემბლი“, „სანტიაგო ბერნაბეუ“ და „ოლდ ტრაფორდია“. აქვე, იტალიის ჩემპიონმა ერთი პირადი რკორდიც დაამყარა. ჩემპიონთა ლიგაზე თავის ისტორიაში პირველად მოახერხა ზედიზედ 5 გასვლითი მატჩის მოგება („ოლიმპიაკოსი“, „ტოტენჰემი“, „რეალი“, „ვალენსია“ და „მანჩესტერი“).

ამავე ჯგუფის მეორე მატჩშიც დაიწერა ისტორია. „იანგ ბოიზმა“ ჩემპიონთა ლიგაზე პირველად გაიტანა გოლი და პირველად მოიპოვა ქულა. „ვალენსიამ“ შვეიცარიის ჩემპიონთან ოდენ პირველი ტაიმი მოიგო, მეორე ნახევარში გაუშვა და ძვირფასი ორი ქულა დაკარგა. თუმცა, „ღამურებს“ შანსი აქვთ მეორე ადგილისთვის იბრძოლონ, რადგან „მანჩესტერთან“ ჩამორჩენა მხოლოდ 2 ქულაა.

„იანგ ბოიზი“ – „ვალენსია“ 1:1 (0:1) VIDEO

ბერნი, „სტად სუისი“

მაყურებელი: 31 120

„იანგ ბოიზი“ (4-4-2): ვოლფლი; მბაბუ, ლაუპერი, ვონ ბერგენი, ბენიტო; სულეიმანი (ნგამალეუ 74), სოუ, სანოგო, ფასნახტი (ბერტონე 85); ასალე, ოარო (ნსამე 79)

მწვრთნელი: გერარდო სეოანე

„ვალენსია“ (4-4-2): ნეტო; პიჩინი, გაბრიელ პაულისტა, დიახაბი, გაია; სოლერი, პარეხო, კონდოგბია (კოკელნი 70), ტორესი (გამეირო 66); როდრიგო, ბატშუაი

მწვრთნელი: მარსელინო ტორალი

გოლები: 0:1 ბატშუაი (26), 1:1 ოარო (55, პენ)

გაფრთხილება: მბაბუ (42) - გაბრიელ პაულისტა (8), სოლერი (77)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 12 (5) – 7 (2) ბურთის ფლობა: 45%-55% კუთხურები: 6:1 თამაშგარე: 4:8

მსაჯი: ანდრის ტრეიმანისი (ლატვია)

„მანჩესტერ იუნაიტედი“ – „იუვენტუსი“ 0:1 (0:1) VIDEO

მანჩესტერი, „ოლდ ტრაფორდი“

მაყურებელი: 73 946

„მანჩესტერ იუნაიტედი“ (4-2-3-1): დე ხეა; იანგი, სმოლინგი, ლინდელოფი, შოუ; პოგბა, მატიჩი; რაშფორდი, მატა, მარსიალი; ლუკაკუ

მწვრთნელი: ჟოზე მოურინიო

„იუვენტუსი“ (4-3-3): შჩესნი; კანსელუ (დუგლას კოშტა 87), ბონუჩი, კიელინი, ალექს სანდრო; ბენტანკური, პიანიჩი, მატუიდი; კუადრადო (ბარძალი 81), რონალდუ, დიბალა (ბერნადესკი 78)

მწვრთნელი: მასიმილიანო ალეგრი

გოლი: 0:1 დიბალა (17)

გაფრთხილება: იანგი (77) - მატუიდი (59), კიელინი (83)

სტატისტიკა - კარისკენ დარტყმები: 5 (4) – 10 (5) ბურთის ფლობა: 40%-60% კუთხურები: 2:6 თამაშგარე: 3:2

მსაჯი: მილორად მაზიჩი (სერბეთი)

0.155918