სხვა

18:30 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

პატარაშვილი მერვეა, საღამოს ჩხეიძის ჯერია

პოლონურ ზამოსცში მიმდინარე 20 და 23 წლამდე ძალოსანთა ევროპის ჩემპიონატზე დღეს ძალები გიგი პატარაშვილმა სცადა, 6 ცდიდან 5 გამოიყენა და 13 მონაწილეს შორის მე-8 შედეგი აჩვენა.

20-წლამდელთა 77 კგ-მდე წონითი კატეგორიის ტურნირში, პატარაშვილმა ატაცში სამივე მისვლა (128, 132, 136 კგ.) წარმატებულად განახორციელა და მე-10 ადგილი დაიკავა.
გიგიმ აკვრაში 157 კგ. დასძლია, 163 კილოგრამიან შტანგას კი მე-2 მისვლაზე გაუმკლავდა და მე-9 იყო. ქართველმა ძალოსანმა ჯამში 299 კგ. მოაგროვა და როგორც აღვნიშნეთ, მე-8 საფეხური დაიკავა.
ჩემპიონის ტიტული ბელარუსმა იჰარ ლოზკამ (327 კგ.) მოიპოვა, ვერცხლი სომეხ რაფიკ არუტუნიანს (326 კგ.) ერგო, ბრინჯაო კი – პოლონელ პჟემისლავ კორნელიუკს (316 კგ.).
დღესვე საქმეში საქართველოს 23-წლამდელთა ნაკრების წევრი გოგა ჩხეიძეც ჩაებმება, რომელიც 69 კგ-მდე წონით კატეგორიაში ერთ-ერთ ფავორიტად მოიაზრება. ამ დისციპლინაში სტარტი თბილისის დროით 19:30 საათზე გახლავთ დაგეგმილი.

0.116612