ფეხბურთი

13:29 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ჩავი: „მესი რონალდუზე ძლიერია“

ყატარული „ალ სადის,“ ახლო წარსულში კი „ბარსელონას“ კაპიტან ჩავის მიაჩნია, რომ მის ყოფილ გუნდს მესის გარეშე გაუჭირდება „ინტერთან“ ჩემპიონთა ლიგის ოთხშაბთის მატჩში.

„ბარსას“ მოწინააღმდეგე დიდ უპირატესობას მიიღებს. იმიტომ, რომ მესი არ იქნება მინდორზე. ლეო საუკეთესოა, მათ შორის, ვისთანაც მითამაშია. მას მარტოს შეუძლია სიტუაციის შეცვლა მინდორზე, თანაც ნებისმიერ მომენტში.

მეკითხებით მესი ჯობს თუ რონალდუ? გპასუხობთ - მესი. ჩემთვის ის უძლიერესი მოთამაშეა ფეხბურთის ისტორიაში.“ - უთხრა ჩავიმ Corriere dello Sport-ს.

შეგახსენებთ, რომ მესიმ ესპანეთის ჩემპიონატის ბოლო ტურში „სევილიას“ წინააღმდეგ, ხელი მოიტეხა და დაახლოებით სამი კვირა ვერ დაეხმარება „ბარსას.“

0.106129