ფეხბურთი

13:57 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ლუკას პაკეტა: "მილანი"? ბედნიერი ვარ"

ბრაზილიური „ფლამენგოს“ ფეხბურთელი ლუკას პაკეტა იანვრიდან ევროპაში გადაინაცვლებს და „მილანის“ ღირსებას დაიცავს. მხარეები დაახლოებით ორი კვირის წინ შეთანხმდნენ. „ფლამენგო“ 35 მილიონი ევროს და ამასთან ბონუსებს მიიღებს.

ამასობაში, პაკეტა „ფლას“ ლიდერობს და უნდა, რომ წასვლამდე ბრაზილიის ჩემპიონი გახდეს:

„არ შემიძლია კონტრაქტის საკითხებზე საუბარი, მაგრამ ბედნიერი და ენთუზიაზმით სავსე ვარ. განსაკუთრებით, სასიხარულო და პოზიტიური მომენტია. თუმცა, წასვლამდე მინდა, „ფლამენგოსა“ და ფანებს საჩუქარი გავუკეთო ბრაზილიის ჩემპიონობის სახით“, - აღნიშნა პაკეტამ.

ბრაზილიის ჩემპიონატს 30 ტურის შემდეგ „პალმეირასი“ ლიდერობს, რომელსაც „ფლამენგო“ 4 ქულით ჩამორჩება.

21 წლის პაკეტას კი, მიმდინარე სეზონში 26 შეხვედრაში 10 გოლი აქვს გატანილი.

0.111035