ფეხბურთი

10:07 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ოთხშაბათს ნეიმარი ჩემპიონთა ლიგის 50-ე მატჩს გამართავს

ოთხშაბათს, „პარი სენ-ჟერმენი“ ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის მატჩში იტალიურ „ნაპოლის“ უმასპინძლებს. ეს შეხვედრა 50-ე იქნება პარიზელთა ბრაზილიელი ნეიმარისთვის, ევროპის მთავარ საკლუბო ტურნირზე.

ლიგაში დღემდე ნეიმარს 30 გოლი გაუტანია. ერთიც და ის რივალდოს შეუერთდება, როგორც ყველა დროის საუკეთესო ბრაზილიელი მეგოლე ჩემპიონთა ლიგაში.

საინტერსოა, რომ როცა მან ლიგაში თამაში დაიწყო, „ბარსელონაში“ ყოფნისას, ტურნირის პირველ ხუთ შეხვედრაში ვერაფრით გამოიჩინა თავი. მაგრამ 2013 წლის 11 დეკემბერს, „კამპ ნოუზე,“ სამი გოლი გაუტანა „სელტიკს“ და ამისათვის მხოლოდ 15 წუთი დასჭირდა.

მეორე ჰეთ თრიქი კი, მან ახლახან, 3 ოქტომბერს, სერბულ „ცრვენა ზვეზდასთან“ შეასრულა, 6:1 მოგებულ შეხვედრაში.

თეგებინეიმარიპსჟ
0.120161