ფეხბურთი

9:30 | 23.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ალეგრი: „თუ „მანჩესტერს“ მოვუგებთ, ჯგუფიდან გასვლაზე სერიოზულად შეგვეძლება ფიქრი“

ტურინის „იუვენტუსის“ მთავარმა მწვრთნელმა, მასიმილიანო ალეგრიმ, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მე-3 ტურის, „მანჩესტერ იუნაიტედთან“ მატჩის წინ, პრსეკონფერენციაზე ჟურნალისტებს უთხრა, რომ „ოლდ ტრაფორდზე“ გამარჯვება უმნიშვნელოვანესი იქნება მისი გუნდისთვის.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრაა, რადგან მოგების შემთხვევაში, სერიოზულად შეგვეძლება ჯგუფიდან გასვლაზე ფიქრი. მათ ფიზიკურად ძლიერი ფეხბურთელები ჰყავთ. ამიტომ, ტექნიკურად უნდა ვაჯობოთ. ეს იქნება მატჩი ახალგაზრდა ფეხბურთელებს შორის. მასპინძლებს ჰყავთ ანტონი მარსიალი, პოლ პოგბა, მარკუს რაშფორდი. ჩვენ პაულო დიბალა, ფედერიკო ბერნარდესკი, როდრიგო ბენტანკური - ესენი მსოფლიო ფეხბურთის მომავალი არიან და სამშაბათის ჯახი კარგი გამოცდა იქნება მათთვის.

„მანჩესტერი“ – „იუვენტუსის“ მატჩი დღეს თბილისის დროით 23 საათზე დაიწყება.

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111341