ჩოგბურთი

23:57 | 22.10.2018 | ნანახია [] - ჯერ

ნიკოლოზ ბასილაშვილი ანდერსონს ვერ გაუმკლავდა

საქართველოს საუკეთესო ჩოგბურთელი ნიკოლოზ ბასილაშვილი ვენის ტურნირის პირველივე წრეში გამოეთიშა. ქართველი ჩოგბურთელი ტურნირში 1/16 ფინალური ეტაპიდან ჩაერთო და თავიდანვე ძლიერი მეტოქე ჰყავდა. მსოფლიოს მე-8 ჩოგანი და ტურნირზე მეორე ნომრად განთესილი კევინ ანდერსონი.

შეხვედრა 2 საათსა და 14 წუთს გაგრძელდა და ნიკოლოზმა ბოლომდე იბრძოლა. მეტიც, პირველი სეტი მაღალ დონეზე ჩაატარა, მეტოქის მოწოდება მოიგო და სეტშიც გაიმარჯვა - 6:4.

შეიძლება ითქვას, გადამწყვეტი მეორე სეტი გამოდგა. ნიკოლოზი ძალიან ახლოს იყო შეხვედრის მოგებასთან, მატჩპოინტი ჰქონდა, მაგრამ ვერ გამოიყენა. შედეგად, ტაიბრეიკზე 6:8, ხოლო სეტი 6:7 წააგო. საბოლოოდ, ყველაფერი მესამე, გადამწყვეტ სეტამდე მივიდა. აი, აქ ქართველს დაღლილობა დაეტყო და მეტოქემ კარგად ისარგებლა მისი შეცდომებით. საბოლოოდ, სამხრეთ აფრიკელმა ადვილად 37 წუთში დაასრულა სეტი - 6:3.

ნიკამ 11 ეისი შეასრულა და ამდენივე ორმაგი შეცდომა დაუშვა, მაშინ როდესაც მისი ოპონენტი ამ მხრივ გაცილებით კარგად გაისარჯა - 25 ეისი და მხოლოდ 4 ორმაგი შეცდომა.

ბასილაშვილი - ანდერსონი 1:2 (6:4, 6:7 (6:8), 3:6)

სარეკლამო ადგილი - 23
250 x 500
0.111538